воскресенье, 1 декабря 2013 г.


,,ლეო ტაქსილის საზოგადოების’’
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    2007 წელს ქ. წყალტუბოში დაფუძნდა ,,ლეო ტაქსილის საზოგადოება’’. ეს არის არაცრუმორწმუნეთა, ან სხვაგვარად, რომ ვთქვათ ათეისტურად მოაზროვნეთა კავშირი (საზოგადოება რეგისტირებულია ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში 2007 წლის 30 მარტს.)
    ლეო ტაქსილი, როგორც ცნობილია, იყო დიდი ათეისტი მწერალი. ამასთან, მას მრავალი წლის მანძლზე ეკავა რომის პაპის მოადგილის პოსტი, რაც კარგად გამოიყენა კიდეც - უშუალოდ პირველწყაროებიდან შეისწავლა ბიბლიური ღმერთების ავან-ჩავანი და თავის გამოცემულ წიგნებში („სახალისო სახარება“ და „წმინდა ბუნაგი“) კრიტიკის ქარცეცხლში  გაატარა ტყუილებზე აგებული მთელი რელიგიური სამყარო - სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა როგორც მამაზეციერს, ასევე მის ძეს სულიწმინდასთან ერთად.
    სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ, ამ ბანაკში შემავალ ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნებოდა რელიგიისაკენ ხალხის მასობრივი ლტოლვა, თუმცა ბევრგან მალევე მოეგნენ გონს და კვლავ დაუბრუნდნენ რაციონალურ ცხოვრებას. დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების მოსახლეობის 50-85 პროცენტი ათეისტებია, ხოლო იქ, სადაც ხალხი გონებრივად ჩამორჩება (მაგალითად, აფრიკისა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში), ღვთისმორწმუნეთა რიცხვი 90 პროცენტს სცილდება კიდეც.
   ამით ყოველმხრივ მტკიცდება ის აზრი, რომ რაც მეტი აქვს ხალხს  ცოდნა, მით ნაკლები აქვს ღვთის რწმენა და პირიქით. „ნაკლები ცოდნა, მეტი რწმენა“ - ასეთია სოციოლოგთა სბოლოო დასკვნა.
   ლეო ტაქსტილის საზოგადოება იბრძვის იმისათვის, რომ სწორ გზაზე დააყენოს კაცობრიობა და, იმედია, მოსახლეობაც გონივრულად მოეკიდება ამ საკითხს, მით უმეტეს, რომ ღმერთის არსებობა არ დასტურდება პრაქტიკულადაც და აქ მხედველობაში არა გვაქვს მხოლოდ მისი უჩინარი სახე, არამედ ისიც, რომ რაც მისი რწმენა გაძლიერდა საქართველოში,[ სადაც დღეს ნამდვილი ბუმია და (ზოგიერთი გამოკვლევით 99%-ზე მეტი ღვთისმორწმუნეა), ღმერთიც ჩვენთან ყოფილა თურმე], მთლად გატიალდა სახელმწიფო, არადა ე.წ. კომუნისტური უღმერთობის პერიოდში, ავად თუ კარგად, შენდებოდა ქვეყანა. მაშ, რაშია რწმენის ძალა, მისი სიკეთე? მხოლოდ საიქიო ცხოვრებაში? ამქვეყნიური ცხოვრების დანგრევა-განადგურებასა და ადამიანთა მუდმივ ხოცვა-ჟლეტაში?
   ძნელია შეეგუო იმ აზს, რომ შენი ქვეყანა ყველაზე ბოლოს  მიჩანჩალებდეს მეცნიერების, ცოდნისა და განათლების დარგში, ამავე დროს პროფესორ-აკადემიკოსები საკმევლის ყნოსვაში ატარებენ დროს და მხოლოდ პლუტოკრატი მაფიოზები ცხოვრობენ კარგად. ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ ადამიანთა შეგნებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და ისეთი საზოგადოებს შექმნისათვის, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი რელიგიური ცრუმორწმუნისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თვითონ იქნება თავისი თავის პატრონი და არ წამოეგება მოჩვენებების, ილუზიების და ამქვეყნიური ტანჯვის სანაცვლოდ იმქვეყნიურ სამოთხეში მოხვედრის ცრუ დაპირებათა ანკესზე, ისე, როგორც ეს არის დღეს, როცა რელიგიის წარმომადგენლები უსინდისოდ ატყუებენ ხალხს და ძარცვავენ რაღაც მომავლის -სამუდამო სასუფეველში დამკვიდრების ყალბი იმედით.
  „ლეო ტაქსილის საზოგადოება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რმ საზოგადოებაში მეტი იყო ცოდნა, განათლება და შეგნება, რათა ადამიანები არ იყვნენ დაპროგრამებული რობოტები, მავანთა ხელში სათამაშო თოჯინები. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ საზოგადოება გამოვიყვანოთ ამ უაზრობის ჩიხიდან, რათა ჩვენს ხალხს და ქვეყანას დაუბრუნდეს ძველი დიდება. ცხადია, ჩვენი ბრძოლა დამყარებული იქნება კანონზე, კერძოდ, სიტყვის ძალაზე და არა ქვების სროლაზე, კეტების ტრიალზე, ჯვრებისა და ხატების ვინმესთვის თავში ხათქახუთქზე, ვანდალიზმსა და ტერორზე, როგორც ამას, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დღევანდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მორწმუნეთა შორის და მათ შორის საქართველოშიც, სადაც რწმენის თავისუფლება ხელისუფლებას მხოლოდ  ენის წვერზე ჰკიდია.
      დასახული ამოცანის შესასრულებლად ჩვენ  ვთანამშრომლობთ როგორც საზოგადოებრივ, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოკლედ, ყველასთან, ვისაც კი ხალხისთვის რაიმე სიკეთე უნდა, მათ შორის - რელიგიის წარმომადგენლებთანაც და ვეცდებით სწორ გზაზე დავაყენოთ როგორც მათი ,,სულიერი მამები“, ასევე მათ მიერ გზაკვალაბნეული „ცხვრები“. კარგად უნდა გვახსოვდეს, მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა რელიგიიური მიმდინარეობაა და ყველა ცალ-ცალკე ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის ერთია ჭეშმარიტების მღაღადებელი და სხვა არავინ. სინამდვილეში კი ,,ის ერთი“ არის „არც ერთი“ და ყველა ერთნაირად ტყუა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რელიგია მით უფრო მავნეა, რაც უფრო კეთილად გვესახება ის. ჩვენი მიზანია კიდევ  ერთხელ ვამხილოთ მისი ნამდვილი სახე, ბოროტი ზრახვები.
       და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ,,ლეო ტაქსილის საზოგადოება“ ეს არის ნათელი ბნელში, შუქურა-წყვდიადში, მზის სხივი- ჯოჯოხეთში; იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც სულიერი ცრურწმენის ღვთიური სამყარო ჰქვია.
       ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს როგორც მასმედიის საშუალებებით, ასევე სხვა ვითარებაში, ახლა კი ვაქვეყნებთ ჩვენი საზოგადოების წესდებას, რათა ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, თუ ვინ ვართ, რა გვინდა და რისთვის ვიღვწით.
       იმედია, მოსახლეობა აქტიურად გამოეხმაურება ჩვენს ამ მოწოდებას, გაიზიარებს შექმნილ სიტუაციას და თვითონ იქცევა შემოქმედად ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ნათელ გზაზე.

მევლუდ ბობოხიძე
„ლეო ტაქსილის საზოგადოების“ დამფუძნებელი და
ხელმძღვანელი.
20 ნოემბერი 2013 წელი



  



            არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ,,ლეო ტაქსილის
 საზოგადოების“ წესდება

  

I.       ზოგადი დებულებანი:

   1.1 „ლეო ტაქსილის საზოგადოება“ (შემდგომში ორგანიზაცია), არის კერძო სამართლის                 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს                            არაცრუმორწმუნე ანუ ათეისტურად მოაზროვნე ადამიანთა გაერთიანებას, კავშირს და თავის  საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საყოველთაოდ აღიარებული                სამართლებრივი ნორმების, კანონებისა და ამ წესდების შესაბამისად.
    1.2 ორგანიზაციას აქვს ბეჭედი, საკუთარი ქონება, ანგარიში  საბანკო დაწესებულებაში და               იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
   1.3 ორგანიზაცია უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, გააფორმოს აქტები,    განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
 1.4.ორგანიზაცია შექმნილია 2007 წლის 20 მარტს, დიდი ფრანგი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ლეო ტაქსილის დაბადების დღეს და მიძღვნილია მისსივე გარდაცვალების 100 წლისთავისადმი, რომელიც სრულდება ამავე წლის 30 მარტს.
 1.5. ორგანიზაცია დაფუძვნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ვრცელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
 1.6. ორგანიზაციის ადგილსამყოფელია - საქართველო, 5400, ქ. წყალტუბო, შანიძის ქუჩა, კორპუსი N6, ბინა N35, ტელ:                                                                                             597 000 666
                                                                                                                                              597 993 006
595 411 290
555 68 38 01
0436 224 666.


II ორგანიზაციის დამფუძნებელი:

   ორგანიზაციის ერთპიროვნული დამფუძნებელია: მევლუდ სერგოს ძე ბობოხიძე, დაბადებული 1950 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში, წულუკიძის (ახლანდელი ხონის) რაიონის სოფელ გორდში. მცხოვრები: საქართველოში, ქ. წყალტუბოში, შანიძის ქ. N6/35-ში. პირადი ნომერი N53001009156.



III საზოგადოების მიზნები და ამოცანები, საქმიანობის ფორმები:

3.1 საზოგადოების მიზნები და ამოცანებია:
ა) სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა;
ბ) ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ადამიანთა შეგნებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
გ) არაცრუმორწმუნეობრივი (ათეისტური) განათლებისა და აღზრდის რაციონალისტური სისტემის შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
დ) ბრძოლა ინტერნაციონალიზმისა და ხალხთა შორის მეგობრობის განვითარება-განმტკიცებისათვის.
3.2 ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის ორგანიზაცია ეწევა შემდეგ საქმიანობას:
ა) თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ბ) დამოუკიდებლად ან სახელმწიფო ორგანიზაცებთან (მათ შორის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან) ერთად აწყობს დისკუსიებს, ლექცია-სემინარებს, შეხვედრებს
გ) შექმნის ბიბლიოთეკას;
დ) შეძლებისდაგვარად დააფუძვნებს მასობრივი ინფრომაციის საშუალებებს. გამოსცემს და გაავრცელებს საჭირო ლიტერატურას. მოაწყობს ბრიფინგებს, პრესკონფერენციებს, ყრილობებს, კონგრესებს;
ე) ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შექმნის ფილიალებს;
ვ) დასახული მიზნების განსახორციელებლად გასწევს ასევე სხვა საქმიანობასაც, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა, ქინამდებარე წესდებას.



IV ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და წევრების შესახებ:

4.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი დამფუძვნებელი, რომლის უფლებამოსილება ერთპიროვნულია, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადა - განუსაზღვრელი;
4.2. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირია მევლუდ ბობოხიძე, მისივე დამფუძვნებელი, რომელიც გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე იღებს ერთპიროვნულად და ანგარიშვალდებულია მხოლოდ კანონისა  და იმ დამფინანსებელთა წინაშე, რომლებიც თავიანთ შემოწირულობებით ეხმარებიან  ორგანიზაციას მისი  მიზნების განხორციელებაში;
4.3. ორგანიზაციის წევრი შეიძლება  იყოს სრული ქმედითუნარიანობის მქონე ნებისმიერი, მორალურად სრულყოფილი პირი, რომელიც ეთანხმება ორგანიზაციის წესდებას და რაიმე ფორმით მაინც მონაწილეობს მისი მიზნების განხორციელებაში;
4.4. ორგანიზაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ხელმძღვანელ პირს, რომელიც წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების მიმართვიდან არა უმეტეს 10 დღეში;
4.5. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, მათ შორის მატერიალურადაც, მისი სურვილის მიხედვით მიღებული იქნება ორგანიზაციის საპატიო წევრად;
4.6. ორგანიზაციის წევრები არ იხდიან საწევროს და არ სარგებლობენ დამფუძვნებლის თანაბარი სტატუსით;
4.7. ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:
   ა) მონაწილებოდეს ორგანიზაციის მუშაობაში და მუშაობის დროს სარგებლობდეს, ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებით;
ბ) არჩეულ იქნას ( დამფუძნებლის მიერ) ნებისმიერ თანამდებობაზე, რომელიც საჭირო იქნება ორგანიზაციის ნორმალური მუშაობისათვის;
გ) კვალიფიკაციის და შესაძლებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამებში;
დ) მონაწილეობდეს სათათბირო ხმის უფლებით დამფუძნებლის მიერ საკითხის გადაწყვეტაში;
ე) მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
4.8.  ორგანიზაციის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი და მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში.
4.9. ორგანიზაციას უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების წარდგენის საფუძველე, მისი წარდგენის დღიდან;
ბ) ორგანიზაციის თვითნებური მიტოვებისას;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედითუუნარობის ცნობისას;
დ) გარდაცვალებისას;
4.10. ორგანიზაციის წევრად არ მიიღებიან გამოუსწორებელი ალკოჰოლისტები, მოქმედი ნარკომანები და ტოქსიკომანები, ასევე ჰომოსექსუალისტები, ლესბოსელები და სხვა უზნეო ცხოვრების მიმდევრები.


Vორგანიზაციის ქონების და დაფინანსების შესახებ:

5.1. ორგანიზაციას საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს საოფისე ფართი, შენობები, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები და ფასიანი ქაღალდები, ასევე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მას ესაჭიროება დასახული მიზნების განხორციელებისათვის.
5.2. ორგანიზაციის ქონება და ფინანსები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მისი მიზნების განხორციელებისათვის;
5.3 ორგანიზაციის მთავარი  დამფინანსებელი არის მისი დამფუძნებელი, გარდა ამისა საზოგადოების ნერბისმიერ პირს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანთა გონების ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, უფლება აქვთ, ბანკის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს შემოწირული თანხები, ასევე გადასცეს სხვა ქონება (საოფისე ფართი, შენობები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.) კანონით დადგენილი წესით;
5.4. დამფინანსებლებს ნებისმიერ დროს საშუალება ექნებათ მოითხოვონ ცნობები მათ მიერ შემოწირული თანხებისა და ქონების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;


 VI ორგანიზაციის ფილიალი (წარმომადგენლობა):

6.1. ორგანიზაციას შეუძლია შექმნას თავისი ფილიალი (წარმომადგენლობა) ;
6.2. ორგანიზაციის ფილიალი (წარმომადგენლობა არის განცალკავებული ქვეგანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიულ პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულიად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას და ახორციელბს მის ფუნქციებს. იგი არის იურიდიული პირი და საქმიანობას ეწევა დამფუძნებლის მიერ მიღებულ აქტის (ოქმის) საფუძველზე;
6.3. ფილიალს (წარმომადგენლობას) გააჩნია ცაკლე ოფისი და ადმინისტრაცია;
6.4. ფილიალის (წარმომადგენლობის)  ფულადი ქონება და სახსრები წარმოადგენს ორგანიზაციის საკუთრებას;


VII ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია:

7.1. ორგანიზაციის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
7.2. ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება:
ა) თუკი დამფუძნებელი საჭიროდ ჩათვლის მას;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრების ან რეგისტრაციის  გაუქმებისას.
7.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება ორგანიზაციის დამფუძნებლის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა:
ა) მსგავსი მიზნების მქონე სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.
ბ) უპატრონო ბავშვთა სახლებს ( უპატრონო ბავშვების ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის);
გ) რომელიმე ამათგანს, ან ორივეს ერთად.



ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

მევლუდ ბობოხიძე




სადამდე მივყავართ სიბეცეს
(ჰექსაკასიო, ჰექსაკონტა, ჰექსაფობია)

   სამწუხარო და მეტად სავალალოა ის ფაქტი, რომ  ჩვენ – ქართველები,  ყოველდღიურად ვაკვირდებით  მსოფლიოს არა რაიმე მეცნიერულ–ტექნიკურ მიღწევებითა თუ სხვა რაიმე საგნისადმი  აკადემიური ცოდნით,  არამედ ჩვენი გაუნათლებლობით, უვიცობითა და საზოგადოებრივი პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულების გრძნობით.
შემირცხვენია მე ისეთი ადამიანი, რომელსაც თავი ქრისტეს მორწმუნედ მიაჩნია და ბიბლია ერთხელ მაინც არა აქვს წაკითხული. ან აქვს წაკითხული და თავისი დაბალი გონებრივი განვითარების გამო, ვერ არკვევს თუ რაზეა კონკრეტულად მასში ლაპარაკი, თუმცა კი, მაინც ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე თავისი უბადრუკი – ველური აზროვნებით. მით უმეტეს სამარცხვინოა, თუ ასეთი „მორწმუნე“ ადამიანი ღვთისმსახურია და საკმაოდ მაღალ თანამდებობასაც ფლობს საეკლესიო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  ობსკურანტიზმი, ანუ მეცნიერებისა და ცოდნისადმი მტრული დამოკიდებულება (ბნელეთის მოციქულობა), მთავარი დაბრკოლებაა დღეს საქართველოს სახელმწიფოს ტექნიკური წინსვლისათვის და მასთან ერთად, ჩვენი ცხოვრების დონის ამაღლებისათვის ბრძოლის საქმეში.
ამჟამად საქმე ეხება ე.წ. ელექრტონულ ბარათებს, რასაც, ზოგიერთმა საეკლესიო პირებმა, პირდაპირ ჯვაროსნული ომი გამოუცხადეს საქართველოში.
მაგალითად რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი – მეუფე იობი, გაზეთ „ქართულ სიტყვა“-ში დაუფარავად წერს: „დღეს ელექრტონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს – ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა... ყველას ვპასუხობ, რომ მათი აღება არ შეიძლება!... – ვინც ადვილად აიღებს ამ ელექტრონულ პირადობას, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც!“–ო.
იგივე მეუფე იობი „ტრიბუნა გე“–ში ამ ელექრტონული ბარათის შესახებ ასევე აღნიშნავს, რომ: „ID“ – ბარათის აღება არაფრით არ შეიძლება. ეს არის ქართველი ხალხის გამოცდა. მარტო ის რას ნიშნავს, რომ „ID“ ბარათის ინიციალები ინგლისურიდან ქართულად ნიშნავს „მე დემონი ვარ“. როგორც იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი, გაიყიდა 30 ვერცხლად, ამ ბარათის აღებაც ღირს 30 ლარი. ღვთისმშობლის წილხვედრობა აღიზიანებს ეშმაკს და ცდილობს, ყველა გზით შეგვაცდინოს. მსოფლიოში მხოლოდ 37 ქვეყანაშია „ID“ ბარათები, მათ შორის საქართველოში. ეშმაკი გვებრძვის, მაგრამ კომუნისტურმა რეჟიმმა ვერაფერი დაგვაკლო და ვერც ესენი დაგვაკლებენ“–ო.
     გასული წლის 5 ივლისს, საპატრიარქოში, როგორც გაზეთი „კვირის ქრონიკა“ აღნიშნავს იმავე წლის 9-15 ივლისის ნომერში (გვ. 30, სტატიის ავტორი ნინო ლაპარტყავა), წმინდა სინოდის შეკრებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განუხილავთ ეგრეთვე „ID“ ბარათის საკითხიც და როგორც მართლმადიდებელთა კრებულის ხელმძღვანელი – ზაზა ნანობაშვილი აცხადებდა იქ: „წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით „ID“ ბარათების აღება მრევლისათვის სავალდებულო არ იქნება“-ო.
არ ვიცი ზაზა ნანობაშვილს ვინ მისცა ასეთი იმედი საპატრიარქო გადაწყვეტილების უალტერნატივობაზე, მით უმეტეს, რომ მოციქულთა კანონების მიხედვით, სასულიერო პირებს საერთოდ ეკრძალებათ, საერო ხელისუფლების საქმეებში ჩარევა. მოქალაქეთა პირადობის მოწმობები კი ხომ პირდაპირ სახელმწიფოებრივი საქმეა და არა საეკლესიო. გარდა ამისა, როგორც ცნობილია საპატრიარქოს ხელმძღვანელობა, როგორც ეს მათ არარერთხელ განაცხადეს, ამ საქმეში ჩარევას საერთოდ არ აპირებს.
იგივე ზაზა ნანობაშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს მის მაგვარ მოაზროვნეებში, გაზეთ „ქართულ სიტყვა“–ში ასევე აღნიშნავს:  „გეგმაზომიერად უნდათ ფულის ერთეულის გაუქმება. რელიგიური კუთხით რომ შევხედოთ, სწორედ ფულის ერთეულის გაუქმებით იწყება აპოკალიფსი“–ო.
ვუბრუნდები კვლავ გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ზემოაღნიშნულ ნომერს, სადაც სინოდის გადაწყვეტილებაზე იყო ლაპარაკი და ვაგრძელებ ჟურნალისტ – ნინო ლაპარტყავას სტატიას, სადაც მეტად იდიოტური ამბებია მოთხრობილი მისი რესპოდენტების მიერ. კერძოდ წერია: „წმინდა გიორგის რაინდების“ (ნიჭიერში რომ მიიღეს მონაწილეობა 2011 წელს კარატისტმა ბავშვებმა) ხელმძღვანელი – ბატონი კახა საკუთარი მობილურით გადაღებულ სურათებს აჩვენებს ყველას და თან უხსნის: „ებრაული ანბანის მეექვსე ასო იკითხება    როგორც    „W“.    სამი    „WWW“    რას    ნიშნავს?    სამი    ექვსიანი    ხომ?    








     საიტი დამისახელეთ რომელიც არ შეიცავს სამ „W“–ს.  ინტერნეტით ვინც სარგებლობს გამოდის, რომ ყოველდღე ეხუტება შაითანს. „გუგლის“ გამოსახულება რას ნიშნავს იცით? სამ ექვსიანს! არც გუგლი მინდა და არც ჯუჯლი! მინდა ქრისტე!... ციფრებზე გეტყვით ახლა. ჩემი მოსწავლის მამამ მანქანა იყიდა და დააყენა სერია „LAD-666“ და საკუთარ მანქანაში  აფეთქდა. ორი კვირა რეანიმაციაში იყო. მისმა შვილმა როლიკებით კატაობის დროს ხელი მოიტეხა. ახლა კითხვას ვსვამ: სამი ექვსიანი მანქანაში რომ აფეთქებს პატრონს, პირადობაში რომ გვექნება, ჰაერში არ გვაბზრიალებს?  „კოკა–კოლა“ (coca-cola) რას ნიშნავს, თუ იცით? სატანისტები ხომ უკუღმა კითხულობენ ნაწერს? „ელოკ“ ნიშნავს ღმერთს ებრაულ ენაზე, „ეკოკ“ ნიშნავს – არ არსებობს. რა გამოვიდა? იკითხება, რომ „ღმერთი არ არსებობს“!...
ამა წლის 1 თებერვალს საზოგადოებრივი ტელევიზიის არხზე მიმდინარეობდა გადაცემა „წითელი ზონა“. სადაც მოვისმინე ერთი სასულიერო პირის განცხადება იმაზე, რომ „მზადდება საზოგადოება იმისათვის, რომ შეხვდეს ანტიქრისტეს, რომელიც ზუსტად ელექტრონული ბარათებით დაამყარებს თავის დიქტატურას მთელს მსოფლიოში“–ო.
 მართალია ელექტრონულ ბარათებს არ ეხება, მაგრამ მაინც მინდა ავღნიშნო, რომ იგივე  გადაცემაში  მეორე  მღვდელმა განაცხადა: – „სუნამოები შეიცავს ფარულ მაგიას“–ო.
მესამე მღვდელმა კი თქვა: „ქალის ცოდვისაგან წარმოიქმნენ შავკანიენები“–ო, და ა.შ. ხოლო 2013 წლის 10 იანვარს კი, როცა საქართველოში უამრავი მოწვეული ადამიანი იმყოფებოდა, სამარცხვინო ამბავი მოხდა თბილისის სასტუმრო „ქორთიოთ მარიოტში“, სადაც იუსტიციის მინისტრი, სასულიერო პირებსა და მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის წარმომადგენლებს შეხვდა „ID“ ბარათის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
 როგორც ტ/კ „რისთავი 2“–მა გადმოსცა, მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის წარმომადგენლებს, ზაზა ნანობაშვილის ხელმძღვანელობით, თან ჰქონიათ იქ მიტანილი 30000 ხელმოწერა, რომელიც 200 ტაძარში შეუგროვებიათ და მოითხოვდნენ, რომ შემწყდარიყო საქართველოს მოქალაქეებზე, იძულებითი წესით, ადმინისტრაციული ძალადობა და რომ ახალი საბუთების – ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტისა და პლასტიკური ბარათების აღება სახელმწიფოში მომხდარიყო ნებაყოფლობით და არა სავალდებულო წესით. გარდა ამისა, მოითხოვდნენ, რომ ყველგან შენარჩუნებულიყო ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია მიღებული“-ო.
ხოლო ერთ–ერთმა გამომსვლელმა, ვინმე „მამა“ მალხაზ ყიფიანმა, ასეთი რამეც თქვა: „მართლმადიდებლური სამყაროს ერთ–ერთი ძლიერი ავტორიტეტი – ათონის მთა, პირდაპირ ამბობს ამის შესახებ, რომ რაც ადრე შემოვა ეს – ასე ვთქვათ „ID“ ბარათი, თუ ელექტრონული საბუთები, მით უფრო ახლოს იქნება შესაძლებლობა შემოვიდეს ბეჭედი“–ო.
თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე გამომსვლელმა მაინც ვერ დააკონკრეტა თუ ვის ბეჭედზე იყო იქ საუბარი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ თვითონ არ იციან წესიერად რა უნდათ მათ.
დაახლოვებით ასეთი ამბები ტრიალებს დღეს საქართველოში ელექტრონული ბარათების ირგვლივ და გარკვეულწილად სახელმწიფოც საგონებელშია ჩავარდნილი. საგონებელში იმიტომ, რომ თუ პირდაპირ უთხრეს მართლმადიდებელთა წარმომადგენლებს სიმართლე, ანუ ის, რომ ეს საკოთხი მათი საქმე არ არის და არც ელექტრონულ ბარათებშია სადმე ეშმაკი ჩაბუდებული, მაშინ ეშინიათ, რომ ხელისუფლება უღმერთოებად არ გამოაცხადონ და მეორე არჩევნებამდე თუ მიაღწევენ, იქ მაინც დაამთავრებენ ამათ ბაირამობას ჩვენს ქვეყანაში, თუ არა და... არც სულელის როლში ყოფნაა სახარბიელო. ბოლოს და ბოლოს მთელი საზღვარგარეთი უყურებს ჩვენს ტაკიმასხარაობას.
მე არაერთხელ მოვუსმინე ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს, მოვისმინე ისიც როცა მან განაცხადა, რომ ის დიდად ვერ ერკვევა სარწმუნოების საკითხებში, მაგრამ სურს გაერკვეს, რისთვისაც აპირებს კვლევის ჩატარებას საზოგადოებაში და „იმის მიხედვით ვიმოქმედებ“–ო.
თუ არ ეწყინება მინდა რჩევა მივცე ქალბატონ მინისტრს, რომ მართლა არ დაიწყოს ამაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რადგან ეს ერთგვარი თავის მოჭრაც იქნებოდა ჩვენი, მთელი მსოპფლიოს პროგრესული საზოგადოების წინაშე. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება ბიბლიას ფაქტიურად არ იცნობს. როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს საქართველოს მართლმადიდებლებში ათიდან მხოლოდ ერთსა აქვს ოდნავი წარმოდგენა ბიბლიაზე, ცხრა კი აზრზე არაა თუ შიგ რა წერია. ჰო და რა აზრი აქვს მასეთ საზოგადოებაში იმის გამოკითხვას, თუ რას ამბობს ღმერთი ელექრტონულ ბარათებზე. და ეს ეხება არა მარტო უბრალო, ანუ მცირედ განსწავლულ ადამიანებს, მათ შორის თუნდაც ისეთებს, როგორიც ჩვენი სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმეტესობაა, რომლებიც მსოფლიოში ბოლოდროინდელი გამოკითხვებით მუდმივად იკავებენ ბოლო ადგილებს წიგნიერების, ანუ განათლების დარგში, არამედ იმათაც – ვისაც პროფესორებად და აკადემიკოსებად მოაქვთ თავი. მე არ დავიწყებ ახლა იმათ ჩამოთვლას, თუმცა ერთი ფაქტი კი მაინც უნდა აღვნიშნო, რაც შემემთხვა ა.წ. 22 აპრილს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც მომივიდა კამათი, როგორც თავად განმიცხადა, ვიღაც პოლიტოლოგთან (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ვინაიდან არა მარტო მისი, არამედ მთელი საქართველოს სირცხვილია, რომ მასეთი სწავლულები გვყავს), რომლის სიტყვებსაც თუ ვირწმუნებთ, ის ხუთნაირი პროფესორი და აკადემიკოსიც კი ყოფილა, თუმცა როგორც მალე დავრწმუნდი პოლიტიკისა და რელიგიის მას არაფერი გაეგებოდა, ვინაიდან სტალინში მხოლოდ კაცობრიობის მტერს ხედავდა და აზრზე არ იყო, თუ როგორ დიდებულად მოიხსენიებდნენ მას მსოფლიოს ისეთი უდიდესი ადამიანები, როგორებიც იყვნენ რუზველტი, ჩერჩილი და სხვები. ასევე არ ჰქონდა გაგონილი,რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში, ამერიკაში გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსი“–ს მიერ ჩატარებული გამოკითხვებით სტალინი ორჯერ დაასახელეს წლის ადამიანად. მაგრამ აქ ამაზეც არ ვაპირებ დავას. მთავარი სისულელე, რაც ამ აკადემიკოსმა განაცხადა ის იყო, რომ იოანეს გამოცხადებაში ნახსენები წითელი გველეშაპი ანუ სატანა სტალინი ყოფილა, ხოლო იქ ნახსენები შვიდთავიანი მხეცი კი საბჭოეთის 7ლიდერი ყოფილა და რომ იოანეს სახარებაში აღნიშნული ყოფილა ასევე ისიც, რომ კომუნისტური მმართველობა 70 წელში დასრულდებოდა. როცა დავუმტკიცე, რომ ის არ იყო სწორი,ანუ ვამხილე სიცრუეში, ისე გაბრაზდა, საჩხუბრადაც კი გამიწვია იქვე – საჯარო ბიბლიოთეკის დერეფანში. მუშტი–კრივამდე საქმე არ მისულა, რადგან სხვები ჩაერივნენ ჩვენს დავაში, თუმცა ერთი რამ კი დაამტკიცა კიდევ ამ გამოხტომით, კერძოდ ის, რომ ტყუილა დებდა თავს ქრისტიანობაზე, რადგან მას საერთოდ არ ესმოდა ქრისტეს მცნება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური ანგარიშსწორება კი არა, ვინმეს კრიტიკა (განკითხვა) არ შეიძლება. ხოლო რაც შეეხება მუშტი–კრივს, ამაში ვინმეს გამოწვევა კიარა, ვინმემ რომ გირტყას,ხელის შებრუნების უფლებაც არა გაქვს ქრისტეს ლოზუნგის მიხედვით. პირიქით, ხან ერთი ლოყა უნდა მიუშვირო თურმე შენს მცემელს, ხან მეორე და თან უნდა ლოცო და ადიდო შენი მტრები და მაწყევრები.
აქ ერთი ამბავიც მინდა გავიხსენო: მგონი 2002 წელს იყო გადაცემა „რუსთავი 2“–ზე,  „ვის უნდა 50 000“. როცა ამ გადაცემაში მონაწილე პირს, ამოუვიდა კითხვა იმაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ფრაზა: „თავდაპირვალად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“. მოკლედ ეკითხებოდნენ თუ ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები: მათეს, მარკოზის, ლუკას თუ იოანეს და რამდენადაც რესპოდენტმა არ იცოდა პასუხი, დახმარებისათვის (როგორც ამას თამაშის წესები ითვალისწინებდა) მიმართა დარბაზს. დარბაზში დამსწრეთა უმეტესობამ, ზემოაღნიშნული სიტყვაბის ავტორად დაასახელა მათე, მცირე ნაწილმა მარკოზი და ლუკა, ხოლო იოანე კი არცერთმა. არა და ეს სიტყვები ზუსტად იოანეს ეკუთვნის და არა რომელიმე სხვას. მოკლედ, მთელ დარბაზში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომ სცოდნოდა ასეთი ელემენტარული საკითხი. ჰოდა ელექტრონულ ბარათებზე მათ რა უნდა თქვან? მით უმეტეს, როცა ბიბლიაში ელექტრონული ბარათი საერთოდ არაა ნახსენები. უფრო მეტიც, ელექტრონული ბარათი კი არა, თვით სიტყვა „ელექტრონიც“ არსად წერია იქ და არც პირადობის მოწმობაა ნახსენები. ანუ იმ დროინდელმა ხალხმა და მათმა ღმერთებმა (მათ შორის თვითონ ქრისტემაც), არაფერი იცოდა ამის შესახებ. მათი ერთადერთი მოწმობა თუ პასპორტი მაშინ იყო – წინადაცვეთა, რომელიც თითქოს მამა ღმერთმა დააწესა ებრაელებში „როგორც რწმენის ბეჭედი“ (რომაელთა თ.4:11). უფრო სწორედ კი ეს შემოიღო მოსემ იმისათვის, რომ თავისიანი გაერჩია სხვისიანისაგან, ანუ ებრაელი არაებრაელისაგან. გახსოვთ ალბათ, რომ თავად იესო ქრისტესაც ებრაული კანონების მიხედვით წააჭრეს „ღვთიური“ ჩუჩა და ერთხელ პავლემაც, რომელიც ასევე წინდაცვეთილი იყო ყველა სხვა მოციქულის მსგავსად, თავის ერთ–ერთ მოწაფეს – ბერძენ ტიმოთეს, თვითონ წინადაცვითა სპეციალურად, რათა იუდეველები არ გაღიზიანებულიყვნენ, ხოლო იუდეველები არ გაღიზიანდებოდნენ, თუ აჩვენებდა, რომ ის წინადაცვეთილი - ანუ მათი მსგავსი - ებრაელი იყო (საქმეები თ.16:3). მოკლედ, წინადაცვეთა იყო ებრაელთა გამოსაცნობი ნიშანი, პირადობის მოწმობა თუ პასპორტი. ეს ხომ არ შემოგვეღო? სხვათა შორის, თუ ვინმეს აინტერესებს ვეტყვი, რომ დღეს მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა წინდაცვეთაც არსებობს. აბა ისინი რით არიან მამაკაცებზე ნაკლები? რას არ მოიგონებს სულელი ხალხი.
სისულელეა ასევე საკითხის ისე დაყენება, რომ „ID“ ბარათები არის წინასახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. როგორც ცნობილია ბიბლიაში ბეჭედს მამა ღმერთიც უსვამს ადამიანებს, ქრისტეც და ვიღაც (თუ რაღაც) მხეციც (ესაია თ. 66:19; გამოცხადება თ. 7:1–8; გამოცხადება თ. 13:16–18).
მართალია მხეცის დასმულ ბეჭედთან ფიგურირებს ციფრი „666“, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ციფრი „666“ ბიბლიაში სხვაგანაც ფიგურირებს,მაგალითად მესამე მეფეთა (თ. 10:14) და მეორე ნეშტთა (თ. 9:13) წიგნებში. თუმცა იქ ისინი სრულებით არ აღნიშნავს არც მხეცსა და არც სხვა რაიმე ცუდს. პირიქით, ამ ორ წიგნში, რომლებიც პარალელურ ამბებს გადმოგვცემენ, ლაპარაკია იმაზე, რომ სოლომონ მეფის წლიური შემოსავალი იყო 666 ქანქარი ოქრო (666 ქანქარი ოქრო დაახლოებით 23 ტონაა).  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს უზარმაზარი შემოსავალი თვით მამაზეციერმა დუდგინა მას, მაშინ დამეთანხმებით, რომ ეს ციფრი ისეა ეშმაკის თუ რაღაც მხეცის, როგორც მამაზეციერის.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ბიბლიაში წინდაცვეთა და ბეჭდის დასმა თითქმის ერთიდაიგივე იყო. თუმცა ბეჭდის დასმა უფრო საიმედო ნიშანს წარმოადგენდა მისიანის გამოსაცნობად, ვინაიდან წინდაცვეთას იმ დროს ზოგიერთი სხვა ხალხიც მიმართავდა. მათ შორის ეგვიპტელებიც, საიდანაც გადმოიღეს და ისწავლეს კიდევაც ეს სისულელე ებრაელებმა.
ძველი აღთქმის, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში (თ. 66:19), მამა ღმერთი ამბობს, რომ დაადებს ნიშანს მის ხალხს და გააგზავნის სხვა ხალხებთან, რათა სხვა ხალხებმაც გაიგოს მისი სიძლიერის და დიდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ნიშანს მამაზეციერი მის ხალხს ადებდა თურმე შუბლსა და ხელზე (გამოსვლა თ. 13:9,16. მეორე რჯული, თ. 6:8 და თ. 11:18). ასევე, როგორც ზემოთ ავღნიშნე იესო ქრისტეც უსვამს ბეჭედს ხალხს შუბლზე (გამოცხადება თ. 7:1–8) ოღონდ მის მიერ დასმული ბეჭედი გამოირჩევა იმით, რომ ამ ბეჭედდასმულ ხალხს შუბლზე აწერიათ იესო ქრისტესა და  მამაღმერთის სახელი (გამოცხადება თ. 14:1). ანუ ეს ის ხალხია, რომლებიც განკუთვნილი ყოფილა ცის სასუფევლისათვის და არიან მხოლოდ ებრაელები. სხვა ერის ხალხს კი თურმე იქ არ უშვებენ. მითუმეტეს ქართველი საერთოდ არაა ნახსენები ბიბლიაში.
ხოლო რაც შეეხება რიცხვს „666“, რომელიც ზოგიერთებს ეშმაკის ბეჭედთან აქვს გაიგივებული, გამოცხადების წიგნში ის უფრო ვაჭრობის ლიცენზიას აღნიშნავს, ვიდრე რაღაც უბედურებას.
 „11.  და ვიხილე სხვა მხეცი...
16.  და იქმს იმას, რომ ყველა, მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღარიბი, თავისუფალი   თუ     მონა, ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა და შუბლზე.
17. და ვერავინ იყიდის და გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი, ან სახელი   მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი.
18. აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება გამოითვალოს მხეცის რიცხვი, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა;  და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.“
                                                                                                                  (გამოცხადება თ.13)

მოკლედ, როგორც მე–18 მუხლში წერია, ეს რიცხვი – 666, ეშმაკის კი არა ადამიანის არის. ფრიდრიხ ენგელსს თავის ერთერთ ნაშრომში („ადრინდელი ქრისტიანობის ისტორიისათვის“, თბილისი 1939 წელი, გვ. 35–40), ღრმადა აქვს განხილული ეს საკითხი. აი რას წერს ის:
„ამ წინასწარმეტყველების ახსნას, რამდენადაც იგი იმ დროის მოვლენებს ეხება, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ გერმანულ კრიტიკას, განსაკუთრებით ევალდსა, ლუკესა და ფერდინანდ ბენარის კრიტიკას. რენანის საშუალებით ეს განმარტება მისაწვდომი გახდა აგრეთვე არაღვთისმეტყველთა წრეებისათვის.“
შემდეგ აღნიშნულია, რომ „დაახლოებით 300 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ებრაულ ასოებს ხმარობდნენ ასევე როგორც რიცხვებს და რომ „666 რიცხვიც ასეთივე მათემატიკის საშუალებით წარმოიშვა. მასში ნაგულისხმევია სახელი ერთერთი იმპერატორისა რომის პირველ ხუთ იმპერატორთაგან. მაგრამ ირინეიმ მეორე საუკუნის დამლევს 666 რიცხვის გარდა იცოდა კიდევ ვარიანტი – 616, რომელიც იმ დროს გაჩნდა, როდესაც ამ რიცხვის საიდუმლოება, ყოველ შემთხვევაში, ბევრისათვის ჯერ კიდევ ცნობილი იყო. თუ გადაწყვეტა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, ერთნაირად უდგება ორივე ამ რიცხვს, მაშინ იგი ამითვე იქნება შემოწმებული.
ეს გადაწყვეტა მოგვცა ფერდინანდ ბენარიმ ბერლინში. ეს სახელი არის – ნერონი. რიცხვი  ემყარება 


(Neron Kesar-ს),   ე.ი.   ბერძნული   სიტყვების   Neron Kesar, „იმპერატორ ნერონის“ ებრაულ დაწერილობას, რასაც ადასტურებენ თალმუნდი და პალმირის წარწერები, – სიტყვებისას, რომლებიც წარწერის სახით გამოკვეთილი იყო ნერონის ფულზე იმპერიის აღმოსავლეთ ნახევარში. სახელდობრ ნ (ნურ) = 50; რ (რეშ) = 200; ვ (ვოვ) „ო“–ს ნაცვლად = 6; ნ (ნუნ) = 50; კ (კოფ) = 100; ს (სამეხ) = 60; და რ (რეშ) = 200; საბოლოო ანგარიშით = 666. თუ ჩვენ საფუძვლად მივიღებთ Neron Ceasar-ის ლათინურ დაწერილობას, მაშინ ამოვარდება მეორე ნუნ = 50, და ჩვენ მივიღებთ 666–50=616, ე.ი. ირინეის ვარიანტს“.
ზუსტად ამ დროისათვის იქნა დაწერილი იოანეს „გამოცხადება“. ენგელსის წიგნში მითითებულია ასევე, რომ „ქრისტიანული და ქრისტიანობის გავლენის ქვეშ მყოფი პირველი ორი საუკუნის ლიტერატურა საკმაო მითითებას იძლევა იმაზე, რომ 666 რიცხვის საიდუმლოება მაშინ ბევრმა იცოდა.  მართალია ირინეიმ ეს საიდუმლოება უკვე აღარ იცოდა, მაგრამ მან, ისევე როგორც მესამე საუკუნის დამლევის სხვა ადამიანებმა, იცოდა, რომ აპოკალიფსურ მხეცში იგულისხმება ნერონი“.
მოკლედ 666 რიცხვის გასაღები მოგვცა ფ. ბენარიმ 1836 წელს და ამით ბოლო მოუღო  ყოველგვარ ცრუ წინასწარმეტყველურ გაანგარიშებას ამ საკითხის ირგვლივ.

როგორც ვხედავთ, იოანე აქ ებრაელთა ერთ-ერთი  ყველაზე საძულველი ადამიანის სახელის კოდირებას აკეთებდა. ასევე სიმბოლურია მეცამეტე და მის წინარე - მეთორმეტე თავში მოყვანილი სატანისა და მხეცის აღწერილობაც. რომ მათ აქვთ შვიდ-შვიდი თავი და სხვა მრავალი სიმახინჯე. აქაც იმ შვიდ-შვიდ თავში ნაგულისხმებია ის შვიდი გორაკი, რომელზეც გაშენებული იყო ქალაქი რომი (გამოცხადება თ. 17:9), ხოლო თავად რომი გამოყვანილი ყავს ამ მხეცზე შემჯდარი მეძავის სახით, რომელსაც აქ ბაბილონი ჰქვია (გამოცხადება თ. 17:1-6). არც ბაბილონია შემთხვევით აქ ნახსენები, ისიც ებრაელთა მტერი იყო ოდითდგანვე და მრავალჯერაც ააოხრა ისრაელი.
მოკლედ რომ ვთქვათ, იოანე პირდაპირ ვერ ბედავდა თავისი მტრების ლანძღვას და ასეთი შეფარული გინებით იოხებდა გულს. ამასთან სისულელეა იმის თქმაც, რომ „გამოცხადების“  მეთორმეტე და მეცამეტე თავებში (ასევე სხვაგანაც) მოყვანილი პერსონაჟები – გველეშაპი და ორი მხეციდან, რომელიმე სატანას განასახიერებდეს.  ვინაიდან ესენი აქ სიმახინჯის განსახიერებებია, ხოლო სატანა კი, როგორც ვიცით, მამაზეციერის შვილია ბიბლიის მიხედვით და არ შეიძლება მახინჯი იყოს. აბა ღმერთი თავისთვის მახინჯ შვილს ხომ არ შექმნიდა?
იმავე მეცამეტე თავიდან, კიდევ ყურადღებას იქცევს მეცამეტე მუხლი სადაც ლაპარაკია, რომ ერთ–ერთ მხეცს (ანუ აქ მოყვანილი მხეცებიდან მეორეს, რომელთანაცაა დაკავშირებული ციფრო „666“), ცეცხლიც კი ჩამოუტანია ადამიანებისათვის დედამიწაზე. ანუ ის არც თუ ისე ცუდი „მხეცი“ ყოფილა თურმე. გახსოვთ ალბათ როგორ მოჰპარა ტიტანმა პრომეთემ, ბერძენთა ღმერთების უფროსს – ზევსს ცეცხლი ოლიმპოდან, ადამიანებს ჩამოუტანა და ასწავლა მისი გამოყენება.
მოკლედ, ეს მხეცები და ტიტანები, თუ სატანები, უფრო კეთილშობილები არიან ვიდრე თავად მამა ღმერთები.
ხოლო რაც შეეხება მის ნიშანს (თუ ბეჭედს), რომელსაც უსვამდა თურმე ეს – კეთილშობილი მხეცი ადამიანებს შუბლსა და ხელზე. ასეთი ნიშანის მქონე სულ სამი ადამიანი მყავს ნანახი ცხოვრებაში: ერთია მიხეილ გორბაჩოვი, რომელსაც თავზე მთელი არქიპელაგი აქვს გამოსახული და რომელმაც დაანგრია ხალხთა ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში და ორიც – სააკაშვილი და ივანიშვილი, რომელთაც ქოჩორზე აქვთ თეთრი ნიშნები და რომლებიც დღეს ანგრევენ ჩვენს ქვეყანას. აი სადაა ნამდვილი  ეშმაკები და არა იქ, სადაც მართლა არაა ისინი. სხვათა შორის ბეჭდების საკითხის ასეთმა არასწორმა გაგებამ გამოიწვია ის, რომ მეთხუთმეტე საუკუნეში ინკვიზიტორები ხალებსა და ლაქებს ეშმაკის დაღად თვლიდნენ და ქალებს კოცონზე წვავდნენ.
აი სადამდე მივყავართ სიბეცეს.
და კიდევ ერთი: მე არ ვიცი, თუ რატომ ნერვიულობს ასე ჩვენი სამღვდელოება სატანასა თუ ეშმაკზე, როცა თავად ამტკიცებენ, რომ დღეს ჩვენი წუთისოფლის ღმერთი სატანაა, ანუ მას ჩააბარა ღმერთმა მთელი ქვეყნიერება და თავისი ხალხიანად ანდო. აქედან კი შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ თუ ღმერთმა ჩვენი თავი სატანას ჩააბარა, უნდა დავემორჩილოთ კიდევაც მას. აბა ტყუილად ხომ არ დაგვიდგინა იგი უფროსად?
საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ მამაზეციერი ბიბლიაში ტრილიონჯერ მაინც აღემატება ეშმაკს ადამიანების მიმართ ბოროტების ჩადენაში. ასევეა მისი ე.წ. შვილი – იესო ქრისტეც. მაგალითად იგივე იოანეს „გამოცხადების“ წიგნში, რომლის მეცამეტე თავში ჩაწერილ რიცხვ „666“-ში ზოგიერთებს ეშმაკი (სატანა) დაუნახავთ, თუ გადავშლით ერთ ფურცელს, ანუ ამავე წიგნის მე–14 თავში მოთხრობილია თუ როგორ ჩამოდის ქრისტე ზეციდან ნამგლით (თუ ცელით, როგორც ეს ზოგიერთ სურათებზე სიკვდილია გამოსახული) ხელში, ცელავს ხალხს და ყურძნის მტევნებივით ყრის ღვთის მძვინვარების  საწნეხელში, სადაც მათ მამაზეციერი წურავს. და იცით რამდენი ადამიანი გაუწურიათ იმ ერთი ოპერაციის დროს? თუ იქ მოყვანილი მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ (გამოცხადება თ.14:14–20), დაახლოებით 20 ტრილიონი ადამიანი. და ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია ამ ორი ვამპირისაგან ადამიანთა განადგურებისა და რბევის. ასეთი მაგალითები ბიბლიაში მრავლადაა. თან ისეთი საშინელი წამებები აქვთ მათ მოგონებული, რომ გიტლერის გაზის კამერები მასთან შედარებით ოაზისად მოეჩვენება კაცს. ზუსტად ამათგან ისწავლეს ინკვიზიტორებმა ადამიანთა წამება და ზუსტად მათ მოგონილია მასონობა. რადგან  ისინი ებრაელებს რჩეულ ერად თვლიდნენ, ხოლო სხვა ხალხებს ნაფურთხს (III ეზრა თ.6:56), ძაღლებს და ღორებს (მათე თ. 15:21–28 და თ. 6:56)  ადარებდნენ.
დავუბრუნდეთ კვლევ გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ მასალას. როგორც ვნახეთ, იქ, „გუგლის“ სიმბოლიკაში, ბატონ კახას სამი ექვსიანი დაუნახავს. მე მაგალითად იქ სამი ცხრიანი დავინახე. ან რითი ამტკიცებს, რომ იქ სამი ექვსიანია მაინდამაინც? მოკლედ, ერთი ანდაზისა არ იყოს: „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“, ისეა აქაც – რაც უნდათ და როგორც უნდათ ისე აბამენ კუდებს თავიანთ სიტყვებსა თუ ასოებს ეს „ღვთაებრივი სიბრძნით“ გაბეცებული ადამიანები.
ასევე სისულელეა, რომ თუ ებრაულ ალფავიტში, რიგით მეექვსე ასო იკითხება როგორც „w“ , ამიტომ სამი დაბლიუ - „www“ სამ ექვსიანს ნიშნავს და აუცილებლად ეშმაკთან გვაქვს საქმე. ბატონ კახას უნდა ცოდნოდა, რომ აპოკალიფსი ბიბლიის მიხედვით უნდა მომხდარიყო პირველ საუკუნეში  (პირველი თესალონიკელთა თ. 4:13-17). ამიტომ ახლა ამაზე ლაპარაკი იდიოტობაა და მეტი არაფრი. ასევეა ანტიქრისტეც (თუ ანტიქრისტეები, ვინაიდან ახალ აღთქმაში ის ხან მხოლობით, ხან მრავლობით რიცხვში გამოიყენება) იოანეს მიხედვით მოვიდა თუ უკვე მოსული იყო ოცი საუკუნის წინ, რადგან მისი მოსვლაც უკანასკნელ ჟამთან იყო დაკავშირებული და პეტრეს, ისევე როგორც პავლეს, ქრისტეს და სხვებს, განკითხვის დღე პირველ საუკუნეში დადგებოდა ეგონათ.
„18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია! და როგორც გსმენიათ, რომ ანტიქრისტე მოვა, აწ უკვე მოვიდა მრავალი ანტიქრისტე, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია“.
 (პირველი იოანესი, თ. 2).

ასე აშინებდა ხალხს ჩვენი სამღვდელოება, ყოველ საუკუნეში ახალ–ახალი ანტიქრისტეების მოსვლით. ბევრს დღესაც ახსოვს როგორ ამკიცებდნენ ისინი 2000 წელს მოხდება მეორეთ მოსვლა ქრისტესიო, მაგრამ ისიც რომ არ მოხდა დღეს ხალხს უკვე ყოველ წელს კომეტებთან შეჯახებით აშანტაჟებენ და ბრიყვებმაც რა ქნან, შიშით ცახცახებენ, ამასობაში კი ხელისუფლება და ეკლესია მათ ჯიბეებს უცარიელებენ.
როდესაც „განკითხვის დღე“–ს ვეხებით, ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ და ეს ჩვენმა მღვდლებმა, თუ სხვა – მათმა მომხრეებმაც უნდა იცოდნენ, ვინაიდან ეს მათ საეკლესიო წიგნებშიცაა ჩაწერილი. მაგალითად საქართველოს ეკლესიის კალენდარში (1979 წლის გამოცემა, გვ. 72), რომლის მიხედვითაც, თუ მეათე საუკუნის ქართველ მწიგნობარს – იოანე- ზოსიმეს დავუჯერებთ, განკითხვის დღისთვის ღმერთისა და ამასთანვე ხალხის ენაც უნდა იყოს თურმე ქართული. აქ კი როგორც ვიცით „დაბლიუები“ არ წერია. ასე რომ ყველას შეუძლია მშვიდად იყოს. არავის არაფერი საფრთხე არ ემუქრება „სამი დაბლიუდან“.
 იდიოტობაა ასევე ისიც, რომ თუ ვინმე მანქანაზე ნომრად დააყენევს სამ ექვსიანს, ის იმ მანქანაში აუცილებლად აფეთქდება, ხოლო მისი შვილი ფეხს ან ხელს მოიტეხს. რა თქმა უნდა ასეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს შემთხვევითობითაა გამოწვეული და არა აუცილებლობით, ვინაიდან ბიბლიაში გარკვევით წერია, რომ „შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს“ (ეზეკიელი თ.18:20) და ეს კანონი კიდევ არაერთხელ გვხვდება იქ (მეორე რჯული თ.24:16, მეოთხე მეფეთა თ.14:6, მეორე ნეშტთა თ.25:4). ასე რომ მანამდე მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც მამაზეციერი დამნაშავე ხალხის შვილებსა და შვილიშვილებსაც მოკითხავდა თურმე მათი წინაპრების ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობაშიც კი (გამოსვლა თ. 20:5 და თ. 34:7),  რითაც ჩვენი ზოგიერთი მღვდელი დღესაც აშინებს ხალხს, სულ მალე შეცვლილი იქნა ბიბლიაში თვით მამაზეციერის მიერ, ქრისტიანობამდე 18 საუკუნით ადრე, ვინაიდან ეს კანონი, როგორც ვხედავთ არ იყო სამართლიანი.
ასევე არ უნდა აფეთქებულიყო მანქანის მფლობელი ზემოაღნიშნული ნომრის გამო, თუნდაც იმიტომაც, რომ თუ ციფრი „666“ ეშმაკის სიმბოლოა, ეშმაკს პირიქით, უნდა გახარებოდა,  რომ მიმდევარი გამოუჩნდა და უნდა დაესაჩუქრებინა კიდეც. [გახსოვთ ალბათ, რომ იესო ქრისტეს მის მხარეზე გადასვლისათვის მთელს ქვეყანას პირდებოდა (მათე თ. 4, ლუკა თ. 4)], თუ არა და უაზრობამდე მივდივართ. გამოდის, რომ ეშმაკი მის მომხრეებს, ანუ მის თავს აფეთქებს. არა მგონია ის ასეთი სულელი იყოს.
აქ ასევე ერთი რამეც უნდა ავღნიშნოთ: არ არის გამორიცხული რომ ზემოაღნიშნულ უბედურებებში (მანქანაში ადამიანის აფეთქება და ბავშვის ხელის მოტეხვაში), მღვდლების ხელიც ერიოს. მათ მხოლოდ თავიანთი სიტყვა გაამართლონ და ყველაფერზე არიან წამსვლელნი. მახსოვს ერთხელ ბაბუამ მომიყვა, რომ ერთი ადამიანი რომელიც ღმერთს აგინებდა მღვდლებმა მოწამლეს და მერე იძახდნენ, რომ იგი ღმერთმა მოკლა მისი ლანძღვისათვისო. აქ გავიხსენებდი ასევე ამას წინათ გაზეთ „ასავალ–დასავალში“  გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ერთი მღვდლის საეჭვო გარდაცვალებაზეა საუბარი. ეს მღვდელი კი თურმე ებრძოდა სოდომისტობას ქართულ მართლმადიდებლობაში, რომელიც ასეა გაფურჩქნული იქ. ასე რომ კარგადაა გამოსაძიებელი ეს საქმე, თუ რატომ აფეთქდა ის მანქანა. ხომ არ ურევია შიგ მავანთა ხელი? მითუმეტეს,რომ ასეთი მაგალითები მრავლადაა აღწერილი დღეს სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში, მათ შორის ერთ–ერთი იყო ჟურნალ „სარკე“–ს 2006 წლის, 23–29 აგვისტოს ნომერშიც, სადაც თურმე ასევე ავტომობილზე დაყენებულმა რიცხვმა – „666“ განუზომელი უბედურება მოუტანა მის მფლობელს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ავტომობილის მფლობელზე მეტი უბედურება, თუ სტატიას დაუჯერებთ, ამ ნომერმა სხვას მოუტანა თურმე, ვინც საერთოდ არაფერ შუაში იყო მასთან. უბრალოდ მისი დანაშაული ის იყო, რომ შემთხვევით ჩაჯდა იმ მანაქანაში და ემსხვერპლა კიდევაც ამას და ეს მაშინ, როცა მთავარი „დამნაშავე“ ცოცხალი გადარჩენილა, რაც ჩემი აზრით არავითარ სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება.
ზემოთ მღვდლების ოინებზე ვსაუბრობდი, საინტერესოა, რომ მასეთ ოინებს ხშირად სხვა პროფესიის ადამიანებიც მიმართავენ. მაგალითად, XV საუკუნის ყველასათვის კარგად ცნობილი ასტროლოგის და წინასწარმეტყველის – ნოსტრადამუსის შვილმა თავისი წინასწარმეტყველებისათვის მეტი დამაჯერებლობა რომ მიეცა, ჯერ იწინასწარმეტყველა ქალაქ პუსენის დაწვა, შემდეგ კი თავისი წინასწარმეტყველების გამართლებისათვის მან შეარჩია დრო და ცეცხლი წაუკიდა ქალაქს, მაგრამ ქალაქის მაცხოვრებლებმა დროზე მოუსწრეს  და სიკვდილით დასაჯეს იგი.
ხოლო ცნობილმა იტალიელმა მათემატიკოსმა და ასტროლოგმა ჯირილამო კარდანმა (1501–1576), რომელიც ასევე შესანიშნავი ფიზიკოსი, ექიმი და ფილოსოფოსი იყო, ვინაიდან მისმა წინასწარმეტყველებამ მეფის სიკვდილთან დაკავშირებით არ გაამართლა (მეფე ნაადრევად გარდაიცვალა), საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად და ასევე იმისთვის, რომ დიდებული ასტროლოგის სახელი დარჩენოდა, საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და ზუსტად იმ დღეს მოიკლა თავი.
ეს მაგალითები ასტროლოგებზე, რომლებიც ვ. კოპალეიშვილის წიგნიდან მაქვს აღებული („მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“, თბილისი 1989 წ. გვ. 82–83), აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ ასტროლოგებიც ღვთისმსახურების მსგავსად ხალხის მოტყუების ხარჯზე ცხოვრობენ. მატყუარები და თაღლითები კი მუდამ საშიში და სახიფათონი არიან. ამიტომ ვურჩევ ადამიანებს, ნუ ენდობიან და ერიდონ მათ.
საინტერესოა ასევე სასმელ „კოკა–კოლას“ მართლმადიდებლური ინტერპრეტაცია. თუ ბატონ კახას დავუჯერებთ, სატანისტები თურმე უკუღმა კითხულობენ, ხოლო უკუღმა წაკითხვით, კი ის ნიშნავს, რომ: „ღმერთი არ არსებობს“–ო.
საინტერესოა სად ნახა ბატონმა კახამ სატანისტები და სად უყურა, რომ ისინი უკუღმა კითხულობენ? ან უკუღმა როგორ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, სუყველგან „კოკა–კოლა“ ხომ არ ეწერება?
უკუღმა, ანუ შებრუნებით კითხულობენ ისინი, ვინც ასეც წერს – მარჯვნიდან მარცხნივ. მათთვის ჩვენ ვკითხულობთ უკუღმა. ასე რომ სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თუ რომელიმე სიტყვა უკუღმა წაკითხვით რაიმე სხვას აღნიშნავს, ის აუცილებლად მსჯელობის საგანი უნდა გავხადოთ. მაგალითად, მახსოვს რომ ქართული ენის გრამატიკის სასკოლო სახელმძღვანელოს ეწერა ავტორად ა. შანიძე, რასაც შებრუნებით თუ წავიკითხავთ იქნება „ეძინა შა“ (შალვას, შამილს თუ კიდევ სხვა ვინმეს), მაგრამ ცხადია იქ არავითარ შალვას ან შამილს არ ეძინა, და საერთოდ სისულელეა ასეთ რამეებზე სერიოზულად ლაპარაკი. – სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი წარწერა – კეისარი ნერონიც უკუღმა წერია ძველებრაულად. ანუ ებრაელებიც უკუღმა წერდნენ და კითხულობდნენ ოდიდგანვე და წერა–კითხვის ასეთი წესი მათ მამზეციერმა დაუდგინა. ყოველ შემთხვევაში სინაის მთაზე მის მიერ ქვის ფილაზე ამოკაწრული ათი მცნება ასეთნაირადაა დაწერილი. ანუ ისიც უკუღმა კითხულობს. ასე რომ ბატონ კახას ვურჩევდი გაეგრძელებია თავისი საქმე კარატისტ ბავშვებთან და შეეშვას იქ ჩხირკედელაობას, სადაც არაფერი გაეგება.
ახლა კი განვიხილოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ეშმაკთან და სხვა უბედურებებთან ყოფილა დაკავშირებული ანუ მართლა იწყება თუ არა ფულის ერთეულის გაუქმებით აპოკალიფსი (ანუ განკითხვის დღე, მეორედ მოსვლა), როგორც ამას მართლმადიდებელთა კრებულის ხელმძღვანელი – ზაზა ნანობაშვილი გვიმტკიცებს. არ ვიცი სად ამოიკითხავენ ხოლმე ასეთ სისულელეებს ეს ადამიანები, ანდა რაში სჭირდებათ კიდევ ზედმეტი უაზრობების დამატება იქ, სადაც ისინი ისედაც თავზე საყრელია (მხედველობაში მაქვს მთლიანად ბიბლია და განსაკუთრებით კი იოანეს „გამოცხადების“ წიგნი), მოკლედ ვიტყვი, რომ ფულის ერთეულის გაუქმებაზე იოანეს „გამოცხადებაში“, ანუ აპოკალიფსში საერთოდ არაფერია ნათქვამი. პირიქით, ერთ ადგილზე მითითებულია, რომ იმ დროს როდესაც ეს – ხალხთა საყოველთაო განკითხვა მოხდება, ფულის ერთეული იქნება დინარიო და ყველაფერი ეს წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში (გამოცხადება, თ 6:5,6).  დინარი იმიტომ წერია, რომ იქ იერუსალიმზეა ლაპარაკი, სადაც მაშინ მიმოქცევაში დინარი იყო, ხოლო რაც შეეხება ლარს, დოლარს და ფულის სხვა ერთეულს, იმაზე ბიბლიაში არაფერი წერია, რადგან მამაზეციერმა და მისმა შვილმა – იესო ქრისტემ, ამის შესახებ არაფერი იცოდა. რადგანაც ისინი იმდროინდელი ხალხის ტვინით აზროვნებდნენ. ხოლო იმდროინდელ ხალხს, ანუ ბიბლიის ავტორებს ეს საიდან ეცოდინებოდა? როგორც ჩანს ბატონი ზაზა რაღაც სხვა წიგნებით ხელმძღვანელობს და არა საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიით.
მოკლედ რომ ვთქვათ, არავითარი ფულის გაუქმებით აპოკალიფსი არ იწყება და არც არავინ ცდილობს მის გაუქმებას. უფრო მეტიც, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, აპოკალიფსით უნდა მოხდეს ფულის ერთეულის გაუქმება და არა პირიქით, ვინაიდან თუ მთელი მსოფლიოს ადამიანებს ამოწყვეტს ღმერთი. როგორც ამას იოანე ამტკიცებს თავის წიგნში, ფული ვის დასჭირდება? რადგან ფული ვახსენე, მინდა გავიხსენო აქ მეუფე იობის მიერ მოყვანილი შედარებებიც – ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვისა და პირადობის მოწმობის ფასის (30 ლარის) იდენტურობაზე. ჯერ ერთი უნდა შევახსენო მეუფე იობს, რომ პირადობის მოწმობა 30 კი არა 34 ლარი ჯდება.  ხოლო 30 ვერცხლი კი, თუ მაშინდელი საზომებით ვიანგარიშებთ ასეა:  ერთი ვერცხლის შეკელი 14,55 გრამს უდრის; ერთი ვერცხლის მინა – 727,5 გრამს; ერთი ვერცხლის ქანქარი – 43,65 კილოგრამს. 30 შეკელიც რომ ავიღოთ, რაც ყველაზე მცირეა ამ ფულად ერთეულებს შორის, 30 ვერცხლი 436,5 გრამია, ანუ თითქმის ნახევარი კილო. მე მგონი ამდენ ვერცხლს 30 ლარად არავინ მოგვცემს. ასე  რომ მარტო ციფრების დამთხვევა, კიდევაც რომ მოხდეს ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია მათი რეალური შესყიდვისუნარიანობის სიდიდე.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ზოგ ადამიანში, მათი დარღვეული ფსიქიკის გამო სხვადასხვა ანომალიებთან გვაქვს საქმე, – ანუ მათში არსებობს სხვადასხვა შიშები. მაგალითად ზოგიერთებში არსებობს სიბნელის შიში, ზოგში დახურული სივრცის შიში, ზოგში თვითმფრინავით მგზავრობის შიში, ზოგს გემით მგზავრობის ეშინია და სხვა.მათ შორის არსებობს ასევე „666“ რიცხვის შიშიც. რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანშია ჩაბუდებული და მას ბერძნულად ჰქვია – „ჰექსაკასიო“, „ჰექსაკონტა“, „ჰექსაფობია“.
უდიდასმა ფრანგმა მოაზროვნემ – ვოლტერმა თქვა, რომ „ცრუმორწმუნენი საზოგადოებაში იგივე არიან, რაც მხდალები ჯარში: ისინი თავადაც შიშით ძრწიან და სხვასაც უნერგავენ პანიკურ შიშს“–ო.

როგორც ვხედავთ ეშმაკისა და სატანის საკითხი მეტად ვრცელია და ყველაფერს აქ ვერ შევეხები, ოღონდ იმაზე კი უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რაც ტელეგადაცემა „წითელ ზონაში“ აღნიშნეს მღვდლებმა, რომ „სუნამოები შეიცავს შეფარულ მაგიას“ და ქალის ცოდვისაგან იშვა შავკანიანები“-ო.
ჯერ ერთი, უნდა ავღნიშნო, ასეთი რაღაცეები ბიბლიაში არ წერია. ამასთან ცნობილია, რომ შავკანიანები იქედან არიან სადაც მუდმივი სიცხეა, ანუ მზე უფრო ძლიერად ანათებს და მით უფრო შავები არიან ადამიანები, რაც უფრო ახლოს ცხოვრობენ ისინი ეკვატორთან და უფრო თეთრები – რაც უფრო შორს არიან მისგან, ანუ რაც უფრო იშვიათად ანათებს მზე მათ. ზუსტად მზის მცხუნვარებამ ჩამოუყალიბა მრავალი საუკუნის განმავლობაში ზოგიერთ ადამიანს შავი ფერი და არა ქალის შეცოდებამ, ვინაიდან ცოდვათა დასაბამი ევა, თუ ბიბლიას დავუჯერებთ ყველასი დედა იყო და რაღა ზოგი ადამიანი გაშავდა მისი გენიდან და ზოგი არა? უბრალო დაკვირვებითაც ჩანს, რომ, მაგალითად რუსები, რომლებიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ ქართველებივით (და ზოგი მეტადაც) შავგრემანები არიან და პირიქით. ასე რომ მაგ სიტყვების ავტორსა აქვს უფრო, ალბათ, ტვინი გაშავებული და ამიტომაც მოსდის ასეთი შტერული აზრები თავში. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ არა მარტო კანის ფერზე მოქმედებს თურმე ზედმეტი შუქი, არამედ რაც უფრო ვუახლოვდებთ ეკვატორს, მით უფრო იზრდება თურმე შავიფერის თვალებიანი ადამიანების რიცხვი და უფრო შავი ფერის თვალები ჰქონიათ ადამიანებს.
ხოლო რაც შეეხება სუნამოების შეფარულ მაგიას, აქაც ვერ დავეთანხმები ბოლომდე მის ავტორს, ვინაიდან ბიბლიაში არც ამაზე არის ასეთნაირი განმარტება მოცემული, პირიქით თავად მაცხოვარს ძალზე ნაყვარება სურნელოვანი ნივთიერებების წასმა და ერთხელ როცა მას მთელი ლიტრი ასეთი სითხე წაუცხეს, თურმე ძალზე კმაყოფილი დარჩენილა (მათე თ. 14:3–9, მათე თ. 26:6–13, იოანე თ. 11:2 და თ. 12:1–9, ლუკა თ. 7:36–50).
სურნელოვან ნივთიერებაზე ლაპარაკია ძველ აღთქმაშიც, (გამოსვლათა წიგნში თ. 30:22–38 და თ. 37:29), სადაც ღმერთი ასწავლის ებრაელებს მის კიდობანთან დასადები სურნელოვანი ნივთიერებების დამზადებას, თუმცა იქვე აფრთხილებს, რომ ეს არ გამოიყენონ საყნოსავად. ანუ დაახლოებით ისე, როგორც ამას დღეს ტოქსიკომანები აკეთებენ. სხვათა შორის ვერ გეტყვით თუ რას შველის ღმერთს ეს სურნელოვანი ნივთიერებები, მაგრამ ის, რომ მათმა ყნოსვამ ბევრი მღვდელი ნარკომანად აქცია, ამას  ნამდვილად ამტკიცებს  ცხოვრება. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ღმერთის მიერ მოგონილ ამ სურნელოვან ნივთიერებებს არაფერი აქვს საერთო დღევანდელ ფრანგულ თუ სხვა სახის სუნამოებთან.

რადგან აქ ძირითადად ეშმაკზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვინაიდან ის დღეს ბევრს უშლის თურმე ნერვებს, არ შეიძლება რომ არ ავღნიშნოდ ის, თუ ბიბლიის მიხედვით როგორ უნდა  განვდევნოთ ეშმაკი ჩვენგან შორს.
ძველ აღთქმაში, ტობითის წიგნში წერია, რომ ეშმაკს თურმე ყველაზე მეტად ნაშინება თევზის შემწვარი გულ–ღვიძლის სუნის. აი როგორაა ეს ამბავი აღწერილი იქ:
 „4. უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი.  
7. უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: რა არის ეს თევზის გულ–ღვიძლი და ნაღველი?
8. უთხრა ანგელოზმა: გულ–ღვიძლი, თუკი ვინმეს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება.
17. როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე საკმევლიდან ნაკვერცხალი  და მოუკიდე   თევზის გულ–ღვიძლს და აკმიე.  სუნი რომ ეცემა ეშმაკს გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე“.
                                                                                                                                   (ტობითი თ.6)

 „1. სადილი რომ დაასრულეს, შევიდა ტობია სარასთან.
2. მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველიდან ნაკვერცხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია.  
3. როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა“.
                                                                                                                                              (ტობითი თ. 8)

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ამბავი ხდება შუამდინარეთში, წარმოიდგინეთ ახლა როგორ უნდა ეშინოდეს ეშმაკს თევზის შემწვარი გულ–ღვიძლის სუნის, რომ მდინარე ტიგროსის სანაპიროდან ისე გაქცეულიყო უკანმოუხედავად, რომ ზემო ექვიპტეში ძლივს დაწეოდა ანგელოზი მას.
ამ ამბავს აქ უფრო მიტომ ვყვები, რომ ეშმაკის შესაშინებელ საბოლავებს დღეს ხშირად ვხვდებით სამოქალაქო ცხოვრებაში.  ეს იქნება ქუჩები, მაღაზიები თუ სხვა ადგილები, სადაც ახრჩოლებენ სხვადასხვა ნივთიერებებს იმისათვის რომ თავი დაიცვან ეშმაკისაგან. ცხადია ეს გაუნათლებელი ადამიანები ასე ვერავითარ ეშმაკს ვერ დააფრთხობენ (ან რას დააფრთხობენ რაც არ არის), ხოლო თვითონ კი, იმ ბოლის ხშირი ყლაპვით შეიძლება სამუდამოდ დაიავადმყოფონ სასუნთქი გზები და ნაადრევად დაასრულონ სიცოცხლე.
ეხლა მინდა დავუბრუნდე მეუფე იობის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ID“ ბარათის ინიციალები ინგლისურიდან ქართულად ნიშნავს – „მე დემონი ვარ“, უფრო სწორად ვითომ ის არის ამ სიტყვების საწყისი ასოები, რაც მტკნარი სიცრუეა. „ID“ არის საწყისი ასოები ინგლისური სიტყვებისა – „Identification Document“, რაც ქართულად ნიშნავს საიდეფინტიკაციო დოკუმენტს, ანუ იმას, რაც სინამდვილეში არის. ამიტომ სამარცხვინოა ნამდვილად ასეთი კუდების გამობმა ამ ასოებისთვის. მასე თუ შევხედავთ თვით ამ მღვდელის სახელი – „იობი“ („Иоб“) რუსულად მეტად საჩოთირო სათქმელია, თუმცა მისთვის ეს არავის უკადრებია, ხოლო თვითონ კი ზღაპერბს იგონებს აქ.
ასევე არც ის წერია სადმე ბიბლიაში, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რასაც ამტკიცებს ასევე იობი და რასაც ასე გაუცოფებია თურმე სატანა. ასევე გადაჭარბებულია იმაზე ტრაბახი, რომ „კომუნისტებმა ვერაფერი დაგვაკლეს“–ო. არ მიყვარს როცა კაცი ბაქი–ბუქობს. მით უმეტეს, რომ დღევანდელი საზოგადოების ნახევარს მაინც ახსოვს თუ როგორი ყურმოჭრილი მონა იყო საქართველოს ეკლესია კომუნისტების. მეტი რა უნდოდათ ნეტავ, როცა სრულიად ამოძირკვეს კომუნისტებმა ღმერთის სახსენებელი საზოგადოებაში. ეკლესიებიც გაუცამტვერეს, მღვდლებს წვერები დაპარსეს და ზოგსაც თავები წვერებთან ერთად. მხოლოდ ისინი გადარჩნენ ვინც მაგათთან სამსახურზე დათანხმდა და კომუნისტურ მმართველობას, ქრისტეს ოცნების ამხდენად აცხადებდნენ. სამამულო ომის წლებში კი ეკლესიის მესვეურები გვერდით უდგნენ საბჭოთა ხელისუფლებას და წირავდნენ სახსრებს გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში ტანკებისა და თვითმფრინავების ასაგებად. რისთვისაც ზოგიერთმა ღვთისმსახურმა პარტიიდან ჯილდოც კი დაიმსახურა. ეკლესიის მსახურები ადიდებდნენ სტალინს, ლენინს და ოქტომბრის რევოლუციას.  რაც კარგად ჩანს მაშინდელ საეკლესიო წიგნებშიც, მაგალითად „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“–ს სახელით გამოცემულ წიგნში (1979წ. გვ. 36), „ღირსშესანიშნავ დღეებში“ აღნიშნულია, რომ ასეთი დღეებია:
23 თებერვალი – საბჭოთა არმიის და საზღვაო ფლოტის დღე.
25 თებერვალი – საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღე.
7–8 ნოემბერი – დიდი ოქტომბრის სოც. რევოლუციის გამარჯვების დღე და
22 აპრილი – ვ. ი. ლენინის დაბადების დღე.

ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დღევანდელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რომელიც მაშინ „ხელმძღვანელობდა“ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს კომპარტიის ცკ–ს პირველი მდივნის ე.ა. შევარდნაძის მიერ იყო დანიშნული იმ ადგილზე და ერთგულად ემსახურებოდა მას. შორს რომ არ წავიდეთ მტკიცებულებების საძიებლად, იმავე „წითელი ზონის“ გადაცემაში, რაზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი, მოყვანილი იყო მისი გამოსვლა 1993 წლის 14 სექტემბერს, როცა „იმეილი“-ში გადმომდგარ შევარდნაძეს (რომელიც აფერისტულად აცხადებდა: „წავალ მმართველობიდან“–ო), ილია მეორე გვერდით ედგა და რეკლამას უკეთებდა იმაზე, რომ არ წასულიყო ეს ეშმაკის ნაშიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელობიდან. აი მისი მაშინდელი სიტყვა: „მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება არ მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას, მოგცეთ ლოცვა–კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განვუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური“–ო.
ილია მეორის ამ თაღლითურ სიტყვას მოჰყვა ბეც ხალხთა მქუხარე ტაში და ყმუილი. კადრებში კარგად ჩანს, რომ ხალხის ამ რეაქციაზე (და რა თქმა უნდა მის აფერისტულ სიტყვებზეც), თუ როგორ სატირულად ეღიმება მას, ხოლო სატანისტი ედუარდი კი აფერისტულად მადლობას უხდის ილია მეორეს, ხალხს და ამბობს: „დიდი მადლობა, ხმა ღვთისა და ხმა ერისა“-ო.
მოკლედ ილია მეორემ დააკანონა მაშინ შევარდნაძის უკანონო მმართველობა. ვინაიდან შევარდნაძე უკანონოდ იყო იმ დროს ხელისუფლების სათავეში, რის გამოც არ გააჩნდა ავტორიტეტი ხალხში, ამ ავტორიტეტის მოსაპოვებლად კი მან გამოიყენა პატიარქი. სინამდვილეში კი ე. შევარდნაძეს ღმერთიც, პატრიარქიც და ერიც ფეხზე ეკიდა ყოველთვის, მაგრამ რა ექნა, საქმეს სჭირდებოდა ასე.
როგორც ვიცით ილია მეორე არის ამ სატანის ნათლიაც, და ერთად შეთანხმებით დააქციეს კიდევაც ჩვენი ქვეყანა. როგორც ვიცით შევარდნაძის გარდა გვერდით ედგა სააკაშვილის ბანდას, ხოლო ახლა ის ლობირებს ივანიშვილს ფულის ჭამაში. ამ სამი კაცის სახელი კი თუ ჩვენ პასპორტების მიხედვით ვიანგარიშებთ (ედუარდ, მიხეილ, ბიძინა) ზუსტად 6-6 ასოსაგან შედგება და გვაძლევს კიდევაც იმ ავადსახსენებელ რიცხვს - „666“-ს, აი კიდევ სად არიან თურმე ნამდვილი ეშმაკები და ზოგიერთები მას ტყუილად ეძებს რაღაც ელექტრონულ ქსელებსა თუ პირადობის ბარათებში.
აქ უნდა გავიხსენოთ ასევე მსოფლიო გლობალური მაკონტროლებელი სისტემის „შტრიხკოდი“–ს შემქნელის ირგვლივ დატრიალებული ამბავიც. როგორც ღვთისმსახურებმა განაცხადეს: „არ არსებობს რაიმე ნივთი, რომ შტრიხკოდი არ იყოს დაფიქსირებული ამ ნივთში და სწორედ ამ შტრიხკოდში არის 666 – მხეცის რიცხვი“–ო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შტრიხკოდის შემქმნელის სახელი, გვარი და მამის სახელი (George Joseph Laurer) ზუსტად ექვს–ექვსი ასოსგან შედგება თითოეული და სავარაუდოდ მან შტრიხკოდში სამი ექვსიანის გამოყენებით თავისი თავი გამოხატა სიმბოლურად. აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ სამი ექვსიანი, რომლისაც ასე ეშინიათ ზოგიერთებს, საკმაოდ პოლულარულია სხვებში და მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად მობილური ტელეფონის ექვსნიშნა ნომერი რომ ყველა ექვსიანით აიღო, ანუ ორჯერ ექვსასსამოცდაექვსი (666 666), ხუთი ათასი ლარი უნდა გადაიხადო მობილური ოპერატორების – მაგთის, ბილაინის თუ ჯეოსელის ოფისებში. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალი „თბილისელები“ გვაუწყებდა (2002 წ. №23, გვ. 32), ამერიკაში 2001 წელს 5 მილიონ დოლარად გაყიდულა ინტერნეტის მისამართი – www.666.com, აი ასეა საქმე.
და კიდევ ერთიც უნდა ავღნიშნო, კერძოდ ის, რომ ა.წ. თებერვლის თვეში ჩვენმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ გააკეთა საინტერესო გადაცემა რძის პროდუქტების შესახებ, რომლის დროსაც ითქვა, რომ: „დანიაში ძროხებს დღეში ორჯერ ბანენ ტანს და ყველა ძროხას აქვს ელექტრონული ბარათი“–ო.
ჰოდა, მოდით ძმებო, იმდენს ნუ იზამთ, რომ დანიურმა ძროხებმა გაჯობონ. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს ... რომელ საუკუნეში ცხოვრობთ? რისი გეშინიათ? როგორც საადი იტყოდა: „ვისაც სწორი აქვს ანგარიში, მას შემოწმების არა აქვს შიში“–ო, ან და თუ ხელისუფლებამ მოინდომა ელექტრონული პირადობის მოწმობების გარეშე ვერ დაგაყაჩაღებს? გაიხსენეთ, როგორ და რამდენჯერ დაგაყაჩაღათ შევარდნაძემ და სრულიად არ დასჭირვებია მას დღევანდელი ტექნიკური მიღწევები. ან სააკაშვილი და ივანიშვილი რა, მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ხალხს აყაჩაღებენ?
და ბოლოს მინდა შევახსენო ზოგიერთებს, რომ თუ ბიბლიას და საეკლესიო მოძღვრებებს დავუჯერებთ, ეშმაკი რომ არ ყოფილიყო, თურმე დღეს ჩვენ ტყეში ვიცხოვრებდით შიშვლები პირუტყვებივით, როგორც მაგალითად მოზვერი და დეკეული, ან ტახი და ნეზვი და სხვა ამგვარი რამ. ვინაიდან ასე ჰყოლია ღმერთს შექმნილი თავიდან ადამიანები.  მათ არც ცოდნა გააჩნდათ, არც განათლება, არც ტანსაცმელი, არც სახლი და არც სხვა რამ. მოკლედ პირუტყვები იყვნენ და ცხოვრობდნენ კიდეც ტყეში პირუტყვებივით. ჰოდა როცა ეშმაკს შეუცდენია ევა (ანუ უჭმევია აკრძალური ხილი - სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი), შემდეგ გახსნიათ მათ გონება და დაუწყიათ გარჩევა კარგისა და ცუდის. მიმხვდარან რომ ტიტველი სიარული არ იყო ლამაზი და სხვა მრავალი რამ შეუცვნიათ. მართალია ამისათვის ისინი ღმერთმა გამოჰყარა თურმე სამოთხის ბაღიდან, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანებად იქცნენ. სამოთხეში ღორად თუ სხვა პირუტყვად ყოფნას დამეთანხმებით ისევ საზოგადოებაში ადამიანად ყოფნა ჯობს. ანუ ეშმაკი რომ არ ყოფილიყო თურმე დღეს არ გვექნებოდა ჩვენ ბინა, ტელევიზორი, სითბო, სინათლე, ავტომობილი და სხვა ათასნაირი კომფორტი.  ასე რომ ვისაც ელექტრონული ბარათები არ უნდა, თუნდაც ეშმაკის გამო, მან ყოველგვარ ცივილიზაციაზეც უნდა თქვას უარი ამ ცხოვრებაში და პირუტყვივით ტყეში გავიდეს საცხოვრებლად შიშველი. რაც არამგონია ვინმეს მოეწონოს. მოკლედ ასეთ ღმერთებს, ბიბლიაში რომ გვყავს, თუ კარგად დაუკვირდებით ისევ ისეთი ეშმაკი ჯობია თურმე, რაზედაც აქ არის საუბარი.
არც ის უნდა დაავიწყდეს ვინმეს, რომ ბიბლიის მიხედვით ადამიანი ღმერთისაგან დაპროგრამებული არსებაა, ისე რომ ვერცერთი ადამიანი თურმე თავის თავს ვერ განაგებს. აი ზოგიერთი ციტატა ბიბლიიდან:
„უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა“... ფსალმუნი №36
„...ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. იერემია, თ. 10 (23)
„კაცი თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს“. იგავნი, თ.16 (9)
„უფლისგან   არის   კაცის   ნაბიჯები;   როგორღა   გაიგნოს   კაცმა   თავისი   გზა კვალი?“ იგავნი, თ. 20 (24)
„მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება“. იგავნი, თ. 19 (21)

ასე რომ, თუ შენს ნაბიჯებს და საუბარს უფალი განაგებს და მხოლოდ ის ჩანაფიქრი აღსრულდება,რასაც მხოლოდ უფალი გეგმავს ადამიანში, მაშინ რაა საშიში? რაც ასე ძლიერ ადარდებს ზაზა ნანობაშვილს და მის მომხრეებსაც – მართლმადიდებელთა კრებულის სხვა წევრებს.
„ჩიპიანი პასპორტის მექანიზმი შეიცავს აბსოლუტურ ფუნქციას, რომ შეუძლია ადამიანი აკონტროლოს. უფალმა გააჩინა თვითონ ადამიანი თავისუფალი. ეს თუ ხელყოფს ადამიანის უფლებებს და კონტროლდება, თავისთავად, პარალელურად უფრო მძაფრად ხელყოფს ადამიანების ღვთისაგან მინიჭებულ ნიჭს – თავისუფლებას“, მოგვითხრობდა ზაზა ნანობაშვილი ა.წ. 5 მაისს „რუსთავი–2“–ის გადაცემა P.S.–ში.
თუმცა, როგორც ვნახეთ ზემოთ მოყვანილ ციტატებში, ასე სრულებით არაა, ანუ ადამიანს ღმერთმა სრულებით არ მიანიჭა თავისუფლება. გავიხსენოთ პრაქტიკული მაგალითი, თუ რა უქნა ადამსა და ევას ერთი ხილის ნაყოფის შეჭმის გულისთვის ,როცა კისრიტეხით გამოყარა ორივე სამოთხიდან და ბევრი წყევლაც გამოაყოლა იქედან საგზლად.
ასევე ცნობილია, რომ იესო ქრისტეც ხვდება თურმე ყოველივე იმას, რასაც ადამიანები გულში გაივლებენ (მარკოზი თ. 2 : 6–8; ლუკა თ. 5 : 21–22; მათე თ. 9 : 3–4). გარდა ამისა თითოეულ ადამიანს ორ–ორი ანგელოზი გვყავს მიჩენილი თურმე დამცველებად თუ სათვალთვალოდ, ასე რომ უნდა დავიმშვიდოთ თავი, კერძოდ იმით, რომ თუ ღმერთი განაგებს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, სიტყვის და ზრახვებსის ასრულებას, მაშინ ის იმათაც განაგებს, ვინც ეს ელექტრონული პირადობის მოწმობები, ჩიპები, შტრიხკოდები და სხვა „უბედურობები“ მოიგონა. ვინაიდან ის არა მარტო ერთულ ადამიანთა ღმერთია, არამედ ის ყველასი ღმერთია, ამიტომ უნდა დავემორჩილოთ მის ნებას და ნუ შევქმნით პანიკას ყოველივე ამაზე. უმჯობესია უფრო მეტი წავიკითხოთ ბიბლია, ასევე სხვა წიგნებიც, განსაკუთრებით მეცნიერული შინაარსის და თვითონვე მიხვდებით, რა უნდა ვქნათ.
ამასთან იმასაც ვამცნობ ზოგიერთებს, რომ ის ელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებზედაც აქაა საუბარი, თავისთავად არაფერს შეიცავს, იმის გარდა, რაც მასზეა დაწერილი. ყველა ზედმეტი ფუნქცია ამ ბარათს ენიჭება მაშინ, როცა მისი მფლობელი მოისურვებს და მიმართავს შესაბამის ორგანოებს ამისათვის. ასე რომ, თავისთავად ის არაფრით განსხვავდება დღემდე არსებულ პირადობის მოწმობებისაგან. პანიკა ხალხში უფრო გამოწვეულია იმით,რომ სახელმწიფომ მისი გასაღებისა და ფულების სწრაფად შოვნისათვის გაწეულ რეკლამებში, ყოვლისშემძლეობის თვისებები მიაწერა მას, რითაც ზოგ ადამიანში ეჭვი და შიში გამოიწვია, რასაც იყენებს კიდევაც სხვადასხვა უსაქმური და ბოროტი ადამიანი ამქვეყნად ცრუმორწმუნეობის გასაღვივებლად. ამას გარდა ამ აჟიოტაჟს სახელმწიფოც იყენებს, ქვეყანაში არსებული ძირითადი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად სხვა თემაზე. მაგალითად, იგივე ჩვენი იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ხუთი თვის მანძილზე ერთ წუთითაც ვერ მოიცალა რეაგირება გაეკეთებინა ჩემს მიერ მასთან შეტანილ საჩივარზე, რომელიც შეეხება მოსამართლეთა და პროკურატურის წარმომადგენელთა კრიმინალურ საქმიანობებს და რაზედაც მასთან ყოველნაირი დამამტკიცებელი საბუთი მაქვს წარდგენილი, თითქმის ყოველ დღე მონაწილეობს ამ – ელექტრონული პირადობის მოწმობების საკითხებთან დაკავშირებულ შოუებში. გარდა ამისა, უნდა ავღნიშნო, რომ წყალტუბოში ელექტრონული პირადობის მოწმობისათვის სურათის დასამზადებლად (და ასევა ალბათ სხვა ქალაქებშიც), საზღვარგარეთიდან 50 ათას ლარად შეიძინეს სურათის გადასაღები აპარატურა, რაც არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, რადგან ის ჩვეულებრივ აპარატზე კარგად ვერ იღებს ფოტოებს. როგორც ჩანს აქაც რომელიღაცა მაფია მოქმედებს, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ ეს დღეს ჩვენში არავის ადარდებს. რაც მეტად სამწუხაროა და კარგი იქნება თუ სახელმწიფო ამით დაკავდება და არა რაღაც უაზრო საკითხებზე დაუსრულებელი დებატებით, საქმეების რჩევითა თუ რკევით.





P.S.

ჩვენს სისულელეებს რომ საზღვარი არა აქვს, ამაზე უკვე ვთქვით ზემოთ, ახლა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მას სამწუხაროდ, არც დასასრული გააჩნია თურმე. როგორც სტატიაში ვწერდი, მართლმადიდებელთა კრებულის წარმომადგენლებმა, ა.წ. იანვრის თვეში 30000 ადამიანის ხელმოწერა წარმოადგინეს, რომელთაც არ უნდათ ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება. 5 ივლისისათვის კი ეს რიცხვი 50000–მდე გაუზრდიათ და ეს – 50000 ხელმოწერა, ზაზა ნანობაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე შეუტანიათ განცხადებასთან ერთად.
მოკლედ, დიდია ეშმაკის ძალა და ეშმაკისადმი შიში უწიგნურ ხალხში. სამწუხაროა, რომ ასეთ უწიგნურ და ბეც ადამიანებს შორის პედაგოგებიც ბრძანდებიან, რაც ზუსტად დაადასტურა იმავე 5 ივლისს ქუთაისში მომხდარმა ამბავმა, სადაც პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე, ერთ–ერთმა პედაგოგმა – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაში, დატოვა გამოცდა იმის გამო, რომ მისი მაგიდისა და ტესტის ნომერი სამი ექვსიანის კომბინაციას შეიცავდა თურმე. მისივე განმარტებით, ექვსიანები მხეცის ნიშანია და ის, როგორც ეკლესიურად მცხოვრები ქალი, ვერ მიიღებდა მას: „მე ავყევი ნერვებს და ვუთხარი, რომ ღმერთმა მოგახმაროთ მშვიდობაში ექვსასსამოცდაექვსი, მე ექვსასსამოცდაექვსით გამოცდაზე არ გავალთქო“, – ასე განაცხადა მან სატელევიზიო საუბარში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ვაიმასწავლებელმა ფაქტიურად მასწავლებლობაზე თქვა უარი – 666–ის შიშის გამო. მე თუ მკითხავთ სწორადაც მოიქცა და კარგი იქნებოდა, თუ ყველა ცრუმორწმუნე პედაგოგი დატოვებდა სასკოლო დაწესებულებებს, ვინაიდან სკოლები და ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიები, უპირველეს ყოვლისა მეცნიერების განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ და არა ცრუმორწმუნეობის დანერგვას საზოგადოებაში. ზუსტად ასეთი გამოთაყვანებული პედაგოგების გამოა, რომ საქართველო დღეს თავის მოსწავლეებ–მასწავლებლებიანად ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში წიგნიერების მხრივ, რაც დაადასტურა არამარტო საერთაშორისო გამოკვლევებმა ბოლო წლებში, არამედ თვით ამ სასერტიფიკაციო გამოცდებმაც საქართველოში, სადაც მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც ვერ გადალახა. აი მათი კონკრეტული შედეგები:
ფიზიკაში სასერთიფიკაციო გამოცდა ვერ ჩააბარა 96%–მა (ანუ სულ გამოცდაში მონაწილე 356 მასწავლებლიდან 342–მა).
ქიმიაში – 92%–მა.
მათემატიკაში –85%–მა და ა.შ.
სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას სულ არა ადარდებს ეს ამბავი, პირიქით, ყოველმხრივ ხელს უწყობს სიბეცის გაღრმავებას საქართველოში. რაც იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლებსა და დირექტორებს სკოლებში ნიშნავენ პარტიული ნიშნით და არა განათლების მიხედვით. მაგალითად მე და ჩემს ძმებს, სამს გვაქვს დამთავრებული პედაგოგიური ინსტიტუტი წარჩინებით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალობით, მაგრამ სამსახურში არ გვიღებენ იმის გამო, რომ მმართველ პარტიაში არა ვართ. სამაგიეროდ, როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, საქართველოს სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებად 65% არასპეციალისტი მუშაობს, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა საგნებშიც. ასე იყო პრეზიდენტ სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც, როცა პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მე ჩამოვაყალიბე ნათესაობის ინსტიტუტი და მხოლოდ ნათესავები და მეგობრები მიიღეთ სამსახურშიო. რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ესენი იქნებიან, განათლების საქმე წელში ვერ გაიმართება, ანუ საქართველო იქნება უვიცთა ქვეყანა, ხოლო ქართველი ადამიანი სილენჩის სინონიმი მთელ მსოფლიოში.
მესმის მათიც, განათლებული ადამიანი ხომ უფრო ძნელი სამართავი და საძარცვავია, და არ აწყობთ ასეთი ადამიანების ყოლა, თავად ქრისტეც ხომ ასეთ ლოზუნგებს ქადაგებდა ყოველთვის, რომ ხალხი ყოფილიყო ხელისუფლებისადმი, მონათფლობელისადმი და სხვა მძარცველებისადმი მორჩილი. ეცხოვრათ მხოლოდ შიშში, შიმშილში და გაჭირვებაში, უსიტყვოდ მოერთმიათ მოძალადეებიზა იმაზე მეტიც, რასაც ისინი მოითხოვდნენ. ამასთან, თუ ვინმე მათ დაარტყამდა ერთ ყბაში, მეორეც მიეშვირათ სარტყმელად. თან ელოცათ და ექოთ მათი მტრები და მაწყევრები (მათე, თ. 5:1–11, 38–44. ლუკა, თ. 6:20–38, ეფესელთა,           თ. 6:5. I კოლასელთა, თ. 3:22. I პეტრე, თ. 2:13–17. ტიტე, თ. 3:1. რომაელთა, თ. 13:1–2 და ა.შ.).
ცხადია ასეთი კანონები ყველა მძარცველისათვის სანუკვარი ოცნებაა, ეკლესიაში იქნება გამოყენებული ის თუ საერო ცხოვრებაში. ამიტომაცაა, რომ ეკლესია და ხელისუფლება შეხმატკბილებული არიან დღეს და ერთად ძარცვავენ ხალხს. საერო ხელისუფლება რომ მილიარდებს გვპარავს ბიუჯეტიდან ყოველ წელს, ამაზე იმდენს გადმოგვცემენ ტელევიზიები ყოველ წუთს, რომ ალბათ უკვე ლაპარაკიც აღარ ღირს. ძველს რომ თავი დავანებოთ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ნაციონალებს ხალხის ფულების მიტაცებაში ადანაშაულებდა, მოსვლიდანვე ხელფასები გაიორმაგეს და თანაც უზარმაზარი პრემიების გამოწერაც დაიწყეს საკუთარი თავისთვის. ასე მაგალითად, როგორც  ტ.კ. „რუსთავი 2“–მა აღნიშნა (2013 წ. 20 ივნისი, 21სთ. და 50 წთ.), ქართულმა ოცნებამ მოსვლიდან 6 თვის მანძილზე 20 მილიონი ლარის პრემიები შეჭამა, ხოლო თუ პირველ საზოგადოებრივ არხზე მოსმენილ ცნობას დავუჯერებთ (2013 წ. 25 ოქტომბერი, 9 სთ. და 15 წთ.), ერთი წლის მანძილზე 30 მილიონი გაფლანგეს „ოცნებისტებმა“ მარტო პრემიებში და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისია.
რადგან პრემიები ვახსენე, აქ რამოდენიმე პატარა დეტალიც მინდა მოვიყვანო, რომელზეც თავისი სიმცირის გამო შეიძლება არც ღირდეს საუბარი, მაგრამ ვინაიდან ეშმაკი ზუსტად დეტალებშია თურმე ყოველთვის ჩამალული, ამიტომ ავღნიშნავ რომ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა – ანდრო ბარნოვმა, დაახლოებით 1 წლის წინ, მისი  გუბერნატორად დანიშვნის დღიდან ორი კვირის მანძილზე 2000 ლარის პრემია გამოიწერა თავისთვის, ისე რომ ხელფასი ჯერ არც ჰქონდა აღებული. ასევე მოიქცა პრემიერ ივანიშვილის ადმინისტრაციი ერთ-ერთი თანამშრომელიც, მანაც დანიშვნიდან 2 კვირაში, ისე რომ ხელფასი არც მას ჰქონდა ჯერ აღებული, 8000 ლარის პრემია გამოიწერა და ჩაიდო ჯიბეში. ხოლო თავად პრემიერმა, გასული წლის დეკემბერში, თავის კანცელარიაში მხოლოდ 1 თვეში სამჯერ დაარიგა პრემია, მათ შორის კანცელარიის უფროსმა - მაია ცქიტიშვილმა 12390 ლარი მიიღო ხელფასის ზევით ერთ თვეში. მოკლედ შეჯიბრია პატრიარქისგან კურთხეულ ამ ორ ბანდას შორის ხალხის ფულების მიტაცებაში, რისთვისაც არაერთი ჯილდო აქვთ მათ მიღებული ილია მეორისაგან.
ცხადია მე აქ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნაციონალების მიერ 10 მილიარდი ფულია გატანილი სახელმწიფოდან მათი მმართველობის 9 წლის მანძილზე და არც არავინ იჭერს მათ ამისათვის, ვინაიდან ახლა ამ გზას აგრძელებს შევარდნაძე - ივანიშვილის კლანი, რომელმაც სააკაშვილამდე მთელი ქვეყანა გაძარცვა და ახლაც კოჰაბიტირებულ წილებში ჩაუჯდნენ მიხეილს. მოკლედ ხალხი ოფლად და სისხლად იღვრება, ესენი კი ჩვენი ფულების ჭამით იხრჩვებიან. „თხა თხაზე ნაკლები“–ო და დაახლოებით ამავეს აკეთებენ საპატრიარქოს წარმომადგენლები.
როგორც 2013 წლის 4 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“–მ გვამცნო (საზოგადოებრივი ტელევიზია I არხი, 20 საათი და 05–09 წთ.) 2002 წლიდან დღემდე ჩვენმა საპატრიარქომ ხაზინიდან მიიღო და გაფლანგა 200 მილიონი ლარი. ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული 16 მილიონი ლარი და კერძო შემოწირულობები, რომლებიც კაცმა არ იცის კიდევ რამდენია. აღსანიშნავია, რომ 2 მილიონი ლარი მარტო ავტომობილების შეძენაში აქვთ გახარჯული ამ – მამონას მსახურებს. ხოლო ზესტაფონში, ტ.კ. „რუსთავი 2“–ის ცნობით (2013 წ. 21 ივლისი, გადაცემა „P.S.“), გამწარებულმა მრევლმა რეზიდენციის კარები ამოუჭედა მარგვეთისა და უფისის  ეპარქიის ეპისკოპოსს – ვახტანგ ახვლედიანს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხებიდან მილიონზე მეტი ლარი გაუფლანგავს. ასევე მას ბრალს სდებენ მრუშობაში და აღსარებათა გამთქმელი მღვდლების კლანის ჩამოყალიბებაში. როგორც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა მაშინ: „საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი პირადად მიხედავს ამ საქმეს“-ო. თუმცა რისი მიმხედველიც იყო ილია მეორე იმაზეც დაეტყო, რომ ამ ამბის შემდეგაც, საკვირაო ქადაგებაში ისინი კვლავ ერთმანეთის გვერდით იდგნენ, როგორც განუყრელი მეგობრები თუ თანამზრახველები. აბა ამდენ ფულსა და ქონებას ბატონი ვახტანგი მარტო ხომ არ შეჭამდა? ჩვენში დარჩეს და „ბოროტი ენები“ ამბობენ, რომ იმ მილიონი ლარიდან რაზედაც აქაა ლაპარაკი, მეუფე ვახტანგმა მხოლოდ 100000 ლარი შეახრამუნა, დანარჩენი კი საპატრიარქომ გადასანსლაო. ეს პრაქტიკულად დაადასტურა საპატრიარქომ, რომელმაც ჯერ იყო და რამოდენიმე თვე წელა ამ საქმის განხილვა, ხოლო შემდეგ ა.წ. 11 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე ეკლესიიდან მოკვეთისა და შეჩვენების მაგიერ ფაქტიურად დააწინაურა ეს გარეწარი და მას, როგორც ტ.კ. „რუსთავი 2“ (2013 წლის 14 ოქტომბერს 12 სთ. და 10 წ.თ.), გაზეთი „ალია“ (2013 წ. 17 ოქტომბერი), გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №42 და სხვა მედიასაშუალებები იტყობინებოდენენ: „სინოდის გადაწყვეტილებით იგი დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტად დაინიშნა და შვედეთის ქართულ სათვისტომოს ჩაიბარებს“-ო. მოკლედ რომ ვთქვათ ეპისკოპოსი, რომელმაც გაძარცვა და გა..........ა თითქმის მთელი ეპარქია, დასჯის მაგივრად დააწინაურეს.
 აქ ერთი რამე უნდა აღვნიშნო, რამაც ალბათ მთავარი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. როგორც ერთ-ერთი გამოკითხვიდან მახსოვს შევედეთში ყველაზე კარგი ქალები ყოფილა მსოფლიოში. ჰოდა რა გასაკვირია, რომ იქ გაამწესეს ეს გარყვნილი არსება. ალბათ თვითონ მოითხოვა ასე, თორემ თავიდან ბოლნისში აგზავნიდენენ თურმე და ცურტავის ეპარქიას აძლევდნენო. ავტორიტეტი რომ არ შელახოდა საპატრიარქოს, საერთოდ გაშვება ნდომებიათ მისი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის - კალისტრატესი, გადაწყვეტილებაც მიუღიათ ასეთი, მაგრამ ამ სატანისტებს ყვირილი აუტეხიათ: „თუ ასე იზამთ პირს მოვაღებთ და ყველას გავაგებინებთ რა ვაჟბატონებიც ბრძანდებით“-ო. ჰოდა სინოდს შეუცვლია თურმე შემდეგ თავისი გადაწყვეტილება და საკუთარი ტყავის გადასარჩენად კალისტრატეც დატოვეს თავის ადგილზე და ეს კი დააწინაურეს.
რადგან კალისტრატე ვახსენე აქ, ერთი ამბავიც მინდა გავიხსენო, რომელიც ამ ზაფხულში შევიტყვე.
რამდენიმე თვის წინ ტაქსების გაჩერებასთან ვიყავი და ერთ მეგობარს ვესაუბრებოდი, როცა გვერდით მოსაუბრეთაგან კალისტრატეს სახელი გავიგონე ერთ-ერთი ადამიანი გაბრაზებული ლაპარაკობდა მასზე. როგორც შევიტყვე ეს პიროვნება ჟურნალ „ჯეჯილი“-ს რედაქტორი ტრისტან ჩიხლაძე ყოფილა, რომელსაც მინდობილი ჰქონია წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში ეკლესიის მშენებლობა. ბატონი ტრისტანი განაწყენებული იყო იმის გამო, რომ ყოველი ხელფასის დროს (რომელსაც ეკლესიის მშენებლებს ურიცხავდნენ), კალისტრარტე ჩამოდიოდა მათთან და 500 ლარს „ტეხავდა“ პირადი ჯიბისთვის.
- „მრცხვენია მუშებთან, როგოე ავუხსნა ეს მათ“-ო, ჩიოდა ის.
ასეთი მაგალითები კალისტრატეზე უამრავი შეიძლება მოვიყვანო აქ, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანდა, თანაც არ იქნებოდა მთლად სამართლიანიც, ვინაიდან საეკლესიო ფულები და ქონება კალისტრატესა და მეუფე ვახტანგის გარდა სხვებსაც ბევრი აქვს ნაყლაპი. იმ ასობით მილიონებს რომ თავი დავანებოთ, რაზედაც ზემოთ მქონდა ლაპარაკი. საპატრიარქოს უფასოდ, ანუ სიმბოლურ 1 ლარად უამრავი შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი აქვს მიღებული სახელმწიფოდან უკანონოდ. ყოველივე ამის ფონზე მაკვირვებს ის, რომ ჩვენში კიდევ არსებობენ ისეთი გონებაშეზღუდული ადამიანები, რომლებიც არასაკმარისად მიიჩნევენ ყოველივე ამას და ეკლესიისადმი კიდევ მეტ ყურადღებას მოითხოვენ. მაგალითად, ა.წ. 3 ივლისს ტ.კ. „ობიექტივი“-ს ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ, საქართველოს პრემიერ მინისტრს ასეთი პრეტენზიული შეკითხვით მიმართა ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომ „ზუგდიდსა და ცაიშის ეპარქიაში შეფერხებულია ეკლესიების მშენებლობა და საეკლესიო სამუშაოები“-ო. მოკლედ, ისე აურიეს ხალხს ტვინი, რომ ზოგიერთებს ჰგონია სახელმწიფო უნდა აშენებდეს (ხაზინის ფულით) ეკლესია–მონასტრებს, ვიღაც თაღლითი მღვდლებისთვის ხალხის ძარცვის გასაძლიერებლად.
იმავე შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრს საპრეტენზიო კითხვით მიმართა ჟურნალ ,,ქვაკუთხედი"–ს რედაქტორმა – ხათუნა საგინაშვილმაც. მისი კითხვა შეეხებოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ელექტრონულ პირადობის მოწმობებს, მასში ჩაბუდებულ მხეცის (თუ ეშმაკის) ციფრებს და მასთან დაკავშირებულ სხვა უბედურებებს.ხოლო ინტერნეტ გამოცემა ,,ნეტ გაზეთი"–ს წარმომადგენელმა –მაია მეცხვარიშვილმა სექსუალური უმცირესობების უფლებათა დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისაგან სექსუალურ უმცირესობათა არდაფასების გამო. მოკლედ, როგორც იტყვიან ხოლმე ,,აირია მონასტერი" და ნამდვილად ვერ გაიგებ დღეს ვისი ... ვის ........
ზემოაღნიშნულ სამ, ოთხ და ხუთ ივლისს მომხდარმა ამ ამბებმა თავისებური ასახვა ჰპოვა იმავე 5 ივლისს, საზოგადოებრივ არხზე, ეკა კვესიტაძის გადაცემაში – ,,აქცენტები", სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდა ხათუნა საგინაშვილიც.
აქ ახლა დროს არ დავკარგავ იმ უაზრობებზე, რაც მან ილაპარაკა ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით, ვინაიდან ზემოთ საკმაოდ ვარჩიეთ იგი. მხოლოდ ერთ რამეს აღვნიშნავ მისი აზროვნების ,,საგანძურიდან", მოკლედ ხათუნა საგინაშვილმა თქვა, რომ ყველა განსაცდელს უფალი უვლენს ხალხს და რომ მონღოლების შემოსევაც საქართველოში ღმერთს მოუწყვია და ეს გამოწვეული ყოფილა თურმე იმით, რომ საქართველოს პირველი პირი – ლაშა გიორგი და ზოგიერთი სხვაც, უზნეო ცხოვრებით ცხოვრობდაო. ხათუნას განმარტებით ასე უწერია ჟამთააღმწერელს და ამიტომაც უტყუარიაო.
თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, საქართველოს სხვა დამპყრობლებიც ღმერთის მოგზავნილი ყოფილა. კარგი, მესმის ღმერთი ვიღაც–ვიღაცეებით უკმაყოფილო ყოფილიყო და მათი დასჯა მოესურვებინა, მაგრამ რა შუაში იყო აქ სხვები, მათ შორის ძუძუმწოვარი ბავშვებიც. მონღოლები ხომ ერთიანად სპობდნენ ყველას და ყველაფერს? აი როგორ აღწერს მათ ველურობას სომეხი ისტორიკოსი კირაკოზ განძაკელი:
,,მათი მახვილით უმოწყალოდ იხოცებოდნენ ქალი და კაცი, ბავშვი და მოზარდი, ბერი და მოხუცი... აქ ძუძუმწოვარი ბავშვები ქვით განგმირული. იქ ულამაზესი ქალები გალანძღულ–შეურაცხყოფილნი, არც დედის ცრემლები, არც მოხუცთა ჭაღარა მათ გულს არ ულბობდა, ისინი ადამიანის სისხლის საღვრელად ისე მიდიოდნენ, თითქოს ქორწილში ან დღეობაზე მიდიანო...
... მიწა გვამებით აივსო და დამმარხველი აღარ იყო. წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა, ადამიანებმა ღამე დღეზე მეტად შეიყვარეს" (შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე – ,,თბილისის ისტორია", 1958წ. გვ. 84).
ხოლო ამავე წიგნის 92–ე გვერდზე მოყვანილ ციტატაში, იგივე კირაკოზი მონღოლების შესახებ ასევე წერს: ,,თათრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შეესივნენ, აიკლეს და დახოცეს მოსახლეობა, ხოლო ბავშვები წყალში გადაყარეს"–ო.
ლოგიკურად ისმება კითხვა ქალბატონი ხათუნას მისამართით, თუ რა შესცოდეს ბავშვებმა ღმერთს ისეთი, რომ მისი ბრძანებით მონღოლები ქვით უჩეჩქვავდნენ თავს, ზოგს კიდევ წყალში ახრჩობდნენ? ან რა საჭირო იყო ამისათვის ქვეყნის დასალიერიდან მონღოლების ჩამოყვანა, როცა ასეთი საშინელებებს მათზე ნაკლებად არ ასრულებდა იმ ჟამს პერიოდში საქართველოში შემოჭრილი ჯალალედინი. ისიც აღსანიშნავია, რომ მონღოლები მარტო საქართველოში კი არ სჩადიოდნენ ასეთ ამბებს, ჩვენამდე მათ დაიპყრეს ჩინეთი, მთელი შუა აზია და რუსეთი. იმათზეც გაბრაზებული იყო ღმერთი? მონღოლთა ველურობაზე კიდევ ერთი მაგალითი მახსენდება – როცა ჩინგიზ–ხანი ძალაუფლებისათვის იბრძოდა მონღოლთა ტომებს შორის, მისმა ერთ–ერთმა მოწინააღმდეგემ ტყედ ჩაიგდო ჩინგიზ–ხანის 70 მებრძოლი, რომლებიც 70 ქვაბში ჩასვა და ცოცხლად მოხარშა. ჰოდა როცა მონღოლები ერთმანეთს ასე ექცეოდნენ სხვებს დაინდობდნენ? ეგებ ამასაც ქრისტეს ბრძანებით უკეთებდნენ ისინი ერთმანეთს?
ისმის ასევე კითხვა, თუ რატომ მიმართა ღმერთმა ამ პირუტყვებს ქართველების დასჯაში დასახმარებლად, როცა ისინი სართოდ არ ცნობდნენ მას, ანუ, ეკლესიურად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ ქრისტე და მამამისი სულიწმინდასთან ერთად. ასე რომ ისინი ჩვენზე მეტი ცოდვილნი იყვნენ ყოველთვის და პირიქით, თუ კი სადმე, რაიმე სამართალი არსებობდა ამქვეყნად, ქრისტე ჩვენ უნდა დაგვხმარებოდა მათ დასჯაში. გარდა ამისა, ჩვენს ღმერთს რა, მონღოლთა დახმარების გარეშე არ შეეძლო ზოგი განდგომილი თუ უზნეო ადამიანის დასჯა? როგორც ზემოთ ვნახეთ ქრისტეს ერთბაშად 20 ტრილიონი ადამიანის გაჟლეტვა შეუძლია. ასევე ძველი აღთქმის წიგნში აღნიშნულია, რომ მამაზეციერის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილმა ერთმა ანგელოზმა ერთ ღამეში 185000 ასურელი მებრძოლი მოსპო (IV მფ. თ 19:35). აქვე შეიძლებოდა გაგვეხსენებინა სოდომ–გომორი და სხვა ამბებიც.
ასევე მინდა შევახსენო ქალბატონ ხათუნა საგინაშვილს, რომ მის მიერ მოყვანილი ჟამთააღმწერელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც ისე იცის ღმერთის ზრახვები, როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა. სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ჟამთააღმწერელი კი არა, ჰეროდოტე ისტორიის მამად არის მიჩნეული და ისეთი შეცდომები აქვს გაპარული, რომ ზოგიერთებმა მას უდიდესი მატყუარაც კი უწოდეს. ასევე ხათუნას მიერ ნახსენები ჟამთააღმწერელის შეცდომებზე არაერთხელ აღუნიშნავთ ჩვენს ისტორიკოსებს, მათ შორის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილსაც (შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე – ,,თბილისის ისტორია", 1958წ. გვ. 96).
ერთი შეხედვით მეტად სიმპათიური ქალბატონია ეს ხათუნა,მაგრამ მეორეს მხრივ მიკვირს, როგორი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ღმერთი ისეთ მტარვალად წარმოგვიდგინოს, როგორიც მონღოლები იყვნენ მაშინ, ანუ ისეთად, რომლისთვისაც სულერთია მტყუანი და მართალი, ბოროტი და კეთილი. მონღოლები, თემურ–ლენგი და სხვები, პირველ რიგში რომ ნამდვილ ქრისტიანებს აჭრიდნენ თავებს (გავიხსენოთ თუნდაც ჯალალედინს მიერ დახოცილი 100000 ქართველი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი), ხოლო ღმერთისგან და ერისაგან განდგომილებს კი ფუფუნებაში აცხოვრებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ საერთოდ გაუგებარი ხდება საკითხი, თუ რისთვის უნდა შემოეყვანა ღმერთს ისინი საქართველოში? იმისათვის, რომ ქრისტიანობა და ქრისტეს სახელი საერთოდ ამოეძირკვათ ჩვენში?

თუ მაინც სწორია ჟამთააღმწერელი და მონღოლები ნამდვილად ღმერთმა შემოგვისია ქართველებს, მაშინ ბოდიში ყველასთან, მაგრამ მ.....ნ მე მასეთი ღმერთი თუ ღმერთები, ვინც ასეთ რამეებს უკეთებს ხალხს.
და სანამ ამ სტატიას დავამთავრებდე, ვინაიდან სტატიის თემა ძირითადად სატანასა და ეშმაკებს ეხება, კიდევ ორი ფაქტი მინდა მოვიყვანო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ა.წ. ოქტობრის თვეში შევიტყვე ჩვენი მედიასაშუალებებიდან. ერთი იყო ის, რომ ტ.კ. „ტაბულა“-ში 24 ოქტომბერს ფეისბუკზე დადებულ ვიდეოებში ვნახე დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემა „მძიმე კაცი“, რომელშიც მოწვეული ჰყავდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა სახელით გამოდიოდა და მრავალი ზღაპარიც მოგვიყვა, მათ შორის არც სიცრუეებს მორიდებია. მაგალითად ერთგან პირდაპირ განაცხდა, რომ არჩევნების დროს დადგენილი მარკირება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, ვინაიდან ბიბლიაში წერია, რომ მხეცი ყველას ადებს ნიშანს მარცხენა ხელის ცერა თითზე და შუბლზეო. თუმცა, როგორც ვნახეთ, ჩემს მიერ „გამოცხადებიდან“ მოყვანილ ციტატებში ასეთი რამ არსად წერია. იქ აღნიშნულია, რომ ნიშანს ადამიანებს დაადებენ მარჯვენა ხელზე და შუბლზე. იქ არსადაა აღნიშნული მარცხენა ხელის ცერა თითი და არც რაიმე მარკირების მაგვარი, არამედ ეს ნიშანი უნდა ყოფილიყო მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი („გამოცხადება“, თ.13:16,17).
ასეთი სიცრუეები სალუაშვილმა სხვაც ბევრი დაახეთქა იმ გადაცემაში, ხალხის შესაშინებლად და გადმოსაბირებლად, მაგრამ არ გამოუვიდა. ვინაიდან ჩვენი ხალხი, საქმე საქმეზე თუ მიდგა ფულსა და ღმერთს შორის, არჩევანს მუდამ ფულის სასარგებლოდ აკეთებს, ამიტომ მას თითქმის არავინ არ მისცა ხმა.
ასევე საინტერესო უაზრობა იყო დაბეჭდილი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (2013 წ. ოქტომბერი, №42, გვ.27), სადაც სტატიის ავტორი გიორგი გიგაური იტყობინებოდა, რომ სპორტის სასახლეში ჩატარებულ „ნაცეშმაკების“ ყრილობიდან ზუსტად მეექვსე დღეს, ამ ადგილიდან 600-ოდე მეტრში „666“ გამოისახაო.
მოკლედ რომ ვთქვათ აქ ლაპარაკი იყო ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტაბლოზე, სადაც დოლარის ყიდვა ყოფილა 1,661 ლარი, ხოლო გაყიდვა - 1,666 ლარი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა შევახსენო ბატონ გიგაურს, რომ ფულის ახლანდელი კურსი „ნაცეშმაკებზე“ უფრო „ოცნეშმაკებზე“ არის დამოკიდებული, ვინაიდან ისინი განაგებენ დღეს საფინანსო პოლიტიკას საქართველოში და მათ მიიყვანეს დოლარის კურსი აქამდე, თორემ „ნაცეშმაკების“ დროს ის ცოტა ნაკლები იყო, ანუ მათ დროს სამი ექვსიანი არ ფიგურირებდა. უფრო მეტიც, შემდეგ დოლარის გაყიდვის კურსად დაფიქსირდა რიცხვი 1,676-იც, რომელიც 1,666-ზე უარესია, ანუ „ოცნეშმაკებმა“ ნამდვილ ეშმაკზე უარესად წაგვიყვანეს საქმე.
მე პირადად დიდად ვაფასებ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ გუნდის ბრძოლას სააკაშვილის ბანდის წინააღმდეგ, მაგრამ ივანიშვილი რა, მათზე უკეთესია? არადა ის ქვეწარმავალი, რომელმაც ეს გველისწიწილები შვა და ამთქვენი გაზეთის ყველა ნომრიდან გვმოძღვრავს... რითი იმართლებთ თავს?
შევარდნაძე ის ქვეწარმავალია, რომელიც დღემდე დახოხავს საქართველოში ცოცხალი ადამიანის სახით და სანამ ის, თავისი გველისწიწილებით არ ამოიშანთება საქართველოში, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება.
აი რას უნდა ებრძოლოს ქართველმა ხალხმა და არა რაღაც ციფრებს, ასოებს და ზღაპრულ პერსონაჟებს იმქვეყნიური სამყაროდან.
ამით მე ვამთავრებ წერას აქ, თუმცა კიდევ ბევრი რამის მოგონება შეიძლებოდა ნამდვილ ანუ ამქვეყნიურ ეშმაკებასა და სატანაზე. თუმცა, თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაუჩნდება ჩემთან, თუნდაც უკიდურესად აგრესიული (თუმცა ამას ქრისტიანული მოძღვრება გამორიცხავს, მაგრამ ეს ზოგიერთებმა რა იციან) სიამოვნებით ვუპასუხებდი მეცნიერულად და არა იდიოტურად, რასაც ამას რელიგიის მსახურები აკეთებენ.





მევლუდ ბობოხიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ლეო ტაქსილის საზოგადოება“
(საქართველოს არაცრუმორწმუნეთა კავშირი)

ტელ. 597000666

7 ნოემბერი 2013წ.

9 комментариев:

  1. გამარჯობა ბატონო მევლუდ, მე მქვია ღვთისავარ ჩაბრავა და გულახდილად რომ გითხრათ ვარ პანთეისტური იდეალიზმის მიმდევარი, მაგრამ ძლიერად დაინტერესებული და აღფრთოვანებული ვარ ლეო ტაქსილის პიროვნებით და მისი ნაშრომებით, ნაწილობრივ, სანახევროდ ვიზიარებ ათეისტურ რაციონალისტურ ფილოსოფიას და ვიბრძვი აბრაამული რელიგიების წინააღმდეგ, ბიბლიასთან დაკავშირებით ლეო ტაქსილს ყველაფერში ვეთანხმები. 2012 წელს ეროვნული გამოცდებით ჩემდა საუბედუროდ შემთხვევით მოხვდი მართლმადიდებლურ უნივერსიტეტში, საიდანაც ძალიან მალე წაბრძანება მომთხოვეს და დღემდე უნივერსიტეტის "მორწმუნე" რექტორთან და სტუდენტებთან სერიოზული უთანხმოების გამო დღემდე იძულებით აკადემიურში ვარ. მსურს თქვენთან გასაუბრება რელიგიურ და მეცნიერულ საკითხებზე.
    ჩემი ტელეფონია 2528393

    ОтветитьУдалить
  2. ბატონო მევლუდ, მე არ მწამს რელიგიის, სამაგიეროდ მჯერა კვანტური ფიზიკის და ფილოსოფიის, კერძოდ სიმების თეორიის, სუპერსიმების თეორიის, ჰიპერსივრცის თეორიის, ემ თეორიის, პლატონის, არისტოტელეს, ანაქსიმანდრეს, შანკარას, ლაო ძის, კონფუცის და ნაგარჯუნას ფილოსოფიური სისტემების.

    ОтветитьУдалить
  3. https://www.youtube.com/results?search_query=%D0%BD%D0%B5%D0%B2%D0%B7%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B2
    https://www.youtube.com/results?search_query=%D1%8E%D1%80%D0%B8%D0%B8+%D0%B3%D0%BE%D0%BC%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B2
    https://www.youtube.com/results?search_query=%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B8+%D0%BB%D0%B5%D0%B2%D0%B0%D1%88%D0%BE%D0%B2

    ОтветитьУдалить
  4. ფანატიკოსი მორწმუნეები ხშირად განრისხებულები მეუბნებიან: შე აღვირახსნილო ათეისტო რატომ არ გიყვარს და არ გწამს მართლმადიდებლური დედაეკლესია? რატომ არ გიყვარს და არ გწამს ქრისტიანული მამაღმერთი?
    პირადად მე ძალიან მაინტერესებს, რას გულისხმობენ ისინი? რომელი ეკლესია უნდა მიყვარდეს და მწამდეს? ის ეკლესია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხოცავდა და ფიზიკურად ანადგურებდა განსხვავებულად მოაზროვნე თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც მის დოგმატებს არ ემორჩილებოდნენ და არ სურდათ ყოფილიყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები? რომელი „ღმერთი“ უნდა მიყვარდეს და მწამდეს? „ღმერთი“ რომელიც უკანასკნელი 4000 წელი ხოცავდა და ფიზიკურად ანადგურებდა უდანაშაულო, განსხვავებული მრწამსის მქონე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც უარს აცხადებდნენ მის ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებაზე და არ ეთაყვანებოდნენ?
    მე მგონი პასუხი ცხადია...
    თუ ჩემი არ გჯერათ წაიკითხეთ ბიბლია!
    თუ "ღმერთმა'' მთელი სამყარო (მეტაგალაქტიკა რომელშიც 200 000 000 000 გალაქტიკაა) შექმნა 7807 წლის წინ... მაშინ როგორ ვხედავთ ანდრომედას გალაქტიკას, რომელიც ჩვენგან 2 300 000 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება? ანდრომედას გალაქტიკის გამოსახულება სინათლის (ელექტრომაგნიტური ტალღის) სახით ჩვენს პლანეტამდე აღწევს 2 300 000 წელიწადში! ეს როგორღა ხდება? თქვენ გინდათ თქვათ, რომ ათეისტი ასტროფიზიკოსები ცდებიან, ხოლო მღვდლები მართლები? შეგიძლიათ ეს დაამტკიცოთ? თუ არ შეგიძლიათ დაამტკიცოთ ის რისიც გწამთ, მაშინ რატომ გწამთ? ან მე რატომღა მაიძულებთ დავიჯერო ანუ ''ვიწამო''?

    ОтветитьУдалить
  5. ევროპის მოსახლეობა ქრისტიანიზაციამდე იყო 800 000 000, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისათვის ევროპის მოსახლეობა იყო 2 000 000!
    კიევის რუსეთის ქრისტიანიზაციის დროს დაიღუპა 12 000 000 „წარმართი“ სლავიანო-არიელი ანუ რუსი, რომლებმაც უარი განაცხადეს მართლმადიდებლობის მიღებაზე!

    ОтветитьУдалить
  6. ქრისტიანული მეზოფობია, ქსენოფობია, ჰომოფობია და რასიზმი 1864 წლისაა. თანამედროვე ეპოქა არის ქრისტიანული კაკაფონიის, დეზინფორმაციის და ბრმა რწმენის აპოთეოზის ეპოქა.

    ОтветитьУдалить
  7. ქრისტიანებს კლავდნენ და აწამებდნენ ზუსტად ქრისტეს სიყვარულის გულზე თქვენნაირი უღმერთო ნაძირალები სანამ არ დაემხნენ და ქრისტეს სახელმა არ გაიმარჯვა. მაგრამ რომი მაინც დამპალ რომად დარჩა და ქრისტიანობა გადააგვარა. კათოლიკური ინკვიზიცია მოგყავთ ქრისტიანობის მაგალითად? ვაი თქვე უბადრუკებო. ნამდვილ ქრისტიანობას მართლმადიდებლობას არავინ არ უწამებია და თვითონ ეწამა თქვენნაირი დამპალი ათეისტების და ბოლშევიკების ხელით! იმას რატო არ იხსენებთ მღვდლებს და სასულიერო პირებს რას უშვრებოდნენ როგორ ხვრიტავდნენ და ცოცხლად მარხავდნენ,ეკლესიებს როგორ ძარცვავდნენ და ანგრევდნენ თქვენი სულ-ჩამპალი წინაპარი ამხანაგი ბოლშევიკ-ათეისტები??? აი თქვენი ნამდვილი სახე და ბოროტება წამება ნამდვილი ქრისტიანებისა!!!
    მართლმადიდებლობას ვერავინ მოერევით - მართლმადიდებლობაა ქრისტეს მიერ მოხარხარე ჯოჯოხეთის შემუსვრა.

    რუსულად რო აქ თან მოწყობილი ყველაფერი ფუ ეს ჩამყაყებული ბოლშევიკი და გადმონაშთი გასაჭყლეტი ბაყაყი გორბაჩოვის დასკლინტული თავით კიდე ცოცხალი ხარ შე გახრწნილო მავზოლეუმში ხო არ დაეთრევი ტრაკზე ნემსები რომ დაგირჭონ სანუკვარი ბელადის სიყვარულით

    ОтветитьУдалить
  8. 666 რაღა ჯანდაბაა სატანასაც დასცინი თუ ნამეტანი ტრფობით ხარ აღნთებული?

    ОтветитьУдалить
  9. ქვეყნის გაუკუღმართებაში მონაწილეობას ღებულობს მთელი კაცთამოდგმა, მთელი თავისი დიდებულებით!

    რადგან ღმერთის მიერ ბოძებული უმარტივესი წესებით ცხოვრებას არავინ ითხოვს, ესე იგი, ღმერთის შიში არავის უბიძგებს ამისკენ; ესე იგი, ჭეშმარიტი რწმენა არავის არ გააჩნია.
    ცრუმორწმუნეობა მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება ყოფილა და სხვა არაფერი.

    ჩვენს შორეულ წინაპრებს, რომელთაც ოდესღაც სამოთხეში უცხოვრიათ, მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით მიუღწევიათ, თუკი რამისთვის მიუღწევიათ.
    "დასაბამი სიბრძნისა - შიში ღმრთისაო!" - გვაუწყებენ მოარული ხმები.
    როდესაც კაცთა მოდგმა მოისურვებს ღმერთის მიერ მომადლებული, სანუკვარი წესებით ცხოვრებას, მაშინ: ქვეყნის სათავეში ყოველთვის მხოლოდ საცხოვრებელი უბნებიდან რჩეულთა შორის რჩეულთ მოიყვანენ, ქვეყანა რომ კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ და ეროვნულ წმინდა შემოსავალსაც თანაბრად გაანაწილებენ ყველაზე, რაც საწინდარი გახდება სამართლის აღდგენისა ქუეყანასა ზედა.
    ასეთი წეს-წყობილებისათვის ჩვენს შორეულ წინაპრებს "პირ ამიდ ა" უწოდებიათ, რამეთუ პირამიდა სრულფასოვან "ენე რგე ა"-ს გამოსცემს.
    სადაც სამართლიანობა მეფობს, იქ - სამოთხეა!
    თუ აქაც აღვადგენთ სამართლიანობას, აქაც სამოთხე გვექნება და ყველა რელიგია თავისთავად გაუქმდება! განა რაღა უნდა გვასწავლოს რელიგიამ ამქვეყნიურ სამოთხეზე უკეთესი?

    "პირველ ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!"

    ...ნეტარცხოვრებას საფუძვლად უდევს ღმერთის შიში და მისი მოძღვრება;
    სადაც განაქრთობთ კაცთ ღმერთის შიში, იქ სიკეთე და სიბრძნე იღვრება!
    რა ხნითაც შეძლეს მათ საამო და დამატკბობელი რჩულით ცხოვრება,
    იმდენ ხანს იყვნენ "საამოდ ხე"-სა და ამას უნდა დამახსოვრება!..

    იხილეთ სრულად:
    https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/6872781975689027188?fbclid=IwAR0n8LFNKes3IFz7k_k6pKSeclKUqgRdxhzZOiBfAzlEp7c6JTQWWcuPnEU

    ОтветитьУдалить